რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ყოფილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე ალ. შახატუნი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის ოქტომბერში შრომის კომისარმა დაათვალიერა აბრამოვიჩისა და ამხანაგობის მაკარონის ქარხანა და აღმოაჩინა მცირეწლოვანთა შესახებ მუშაობის კანონის დარღვევა. კომისარმა ქარხნის პატრონს ოქმი შეუდგინა და პასუხისგებაში მისცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის კონფლიქტის მიზეზები. სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, რომელთაც აღნიშნეს, რომ უთანხმოების მიზეზი იყო სომხების მიერ მოსაზღვრე ხიდიდან კობერამდე ტერიტორიის დაკავება.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრი ჟურული 1918 წლის ოქტომბერში გზათა მინისტრს სწერს, რომ სპეციალური ამკრეფები, საკასო წესების თანახმად, საგუბერნიო თუ სამაზრო ქალაქებში ვალდებული არიან, მათ მიერ შეგროვილი შემოსავალი კვირაში ორჯერ გადასცენ ხაზინას, შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები: ნ. რამიშვილი, გ. ჟურული, ი. ლორთქიფანიძე, ნ. ხომერიკი; მინისტრთა მოადგილეები: გ. ერაძე, კ. გვარჯალაძე, ა. მდივანი, ბ. მახარაძე; სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვ. არდიშვილი; მიწვეულები იყვნენ ბანკების კომიტეტისა და ბანკების მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელნი, საქმეთა მმართველი ს. ჯაფარიძე და მდივანი გრ. რობაქიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში საღმრთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს პროვინციის მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების საკითხი. დაადგინეს: ფინანსთა მინისტრს დაევალოს, პროვინციის მასწავლებლებს დაუყოვნებლივ მისცეს ჯამაგირები, ოღონდ ეს მოხდეს სამხედრო სამინისტროს დაკმაყოფილების შემდეგ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი მინისტრთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობს ქუთაისის ყოფილი სამასწავლებლო სემინარიის საქმის მწარმოებლისა და ეკონომისტ გ. ა. თარგამაძის ცოლ-შვილს დასაფლავების დროს გაწეული ხარჯების დასაფარად გამოუყონ 1 000 მან.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის რელური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აქვეყნებენ განცხადებას, რომ გარდაიცვალა პეტრე მეტრეველი. გამოსვენება არამიანცის საავადმყოფოდან დილის 9 საათზე იყო დაგეგმილი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აკეთებენ განცახადებას, რომ არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა პავლე მეტრეველი.
1918
ტიპი: ღონისძიება
რეიხსტაგის მთავარ კომისიაში სტატს-სეკრეტარმა, ფონ-პიხტცემ განაცხადა, რომ ბულგარეთი მეტად რთულ მდგომარეობაშია ვარდარსა და ცინის შუა. ფრონტიდან მოსული ცნობებიდან ჩანს, რომ მთავრობის თავმჯდომარის, მალინოვსკის წინაშე საქმის ვითარება ცუდად იყო მოხსენიებული. ბულგარეთის დელეგაცია ოთხშაბათ საღამოს უნდა გამგზავრებულიყო სალონიკში. როგორც ჩანს, საზავო წინადადება მთავრობის, მეფის და პარლამენტის თანხმობით იქნა წარდგენილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სამხედრო საბჭომ გენერალ ალემბის გაუგზავნა დეპეშა, რომლის საშუალებითაც წრფელი გულით ულოცავდა მას და მისი უფროსობის ქვეშ მყოფ ნაწილებს იმ გამარჯვებას, რომელიც უკანასკნელი ოპერაციის დროს მოიპოვეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, უფროსი მილიციონერი ვასილიევი მოვალეობის დაუდევრად შესრულებისთვის მილიციის უფროსმა ერთი კვირით დააპატიმრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე, ხოლო სხვადასხვა თანამდებობაზე საოლქო სასამართლოს წევრი კარასიოვი, ვასილინი, მელ. კანდელაკი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, დ. ტატიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ილია ბადრიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სოფიო ბუტულაშვილი ქუთაისის „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნეს ვერა გიორგის ასული ავალიშვილის თხოვნა, 1918 წლის 16 ივლისიდან სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის განათლების მინისტრის N 55 ბრძანებით, სამთო ინჟინერი ვახტანგ აპოლონის ძე ივანიცკი თბილისის მიწის მზომელთა ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგ სხდომაზე, მთავარი გამგეობის დაადგინილებით, ქართული გიმნაზიის მაჰმადიან მოსწავლეებს – მურად გულთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს მომავალი წლის პირველ იანვრამდე თვეში 100 მანეთი დაენიშნათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა რუსული ენის პედაგოგი ვ. ო. კრონოვიჩი.

