რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ წარუდგინა მათ მიერ ბოძებული მოწმობა, საიდანაც ჩანს, რომ მას შეუძლია ასწავლოს გიმნაზიაში საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და ჩაირიცხოს იმავე საგნის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა მთავარგამგეს მისწერა, რომ იგი დაესწრო დეკანოზი ივლიანე აბესაძის მიერ ჩატარებულ საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს და დარწმუნდა, რომ ის საგანს მეთოდურად და ნიჭიერად ასწავლიდა. მისი აზრით, არ ჰქონდა მნიშვნელობა სამინისტროს პირველ გეგმას მიიღებდნენ თუ მეორეს, დეკანოზი აბესაძე ცალსახად იმსახურებდა დაენიშნათ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მილიციელებს სამუშაო საათებში რესტორანში შესვლა და სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება ეკრძალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით მკაცრად დაისჯებოდნენ და სამსახურიდან დაითხოვდნენ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ეწვია გამგეობის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მაღაზია გაეფართოებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი შ. დედაბრიშვილი, წევრები: წულაძე, გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის სახელმწიფო მამულების მუშათა პროფესიონალური კავშირის თხოვნა, საზოგადოების გამგეობამ მისცეს თითო ცალი საკუთარი გამოცემის წიგნი უსასყიდლოდ. გამგეობამ გადაწყვიტა, გადაეცა გამოცემები სამოსწავლო წიგნების გარდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტამბის მეპატრონის, ვარლამ რუხაძის თხოვნა, „დედაენის“ II ნაწილის ბეჭდვის ანგარიშში 8000 მანეთის გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მისი თხოვნის დაკმაყოფილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ პეტრე ჭარაიას თხოვნა ჯამაგირის შესახებ. 1917 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მას ხელფასი აღარ ეძლეოდა. ეცნობა სამინისტროს, რომ ჯამაგირი გამოეყოთ ხაზინიდან, მაგრამ გამგეობამ ეს ცნობა 1918 წლის ივლისში მიიღო. შუამდგომლობა სამინისტროში გაიგზავნა 8 ოქტომბერს, მაგრამ იქიდან 19 ნოემბერს უარი ეთქვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ასი თუმანი და ეშუამდგომლათ, ვალი სრულად დაეკმაყოფილებინა მთავრობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ნათაძის „ინგლისის ისტორიის“ სტილის გასწორებისა და გამოცემის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, რედაქტირებისთვის 500 მანეთი გამოეყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განსაკუთრებული საავტომობილო გუნდის უფროსის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, წიგნები მიეცა 20%-ის ფასდაკლებით.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის მოსამსახურეებმა მამი-რიზდევის საჩაიეში და მამედ-ალი-ჯაფარ-ოღლის ბინაზე აღმოაჩინეს ბანქოსი და ბაიბურთის აზარტული თამაშები, ასევე დიდი რაოდენობით უბანდეროლო ბანქოს სათამაშო ქაღალდი და მათარები ბაიბურთის სათამაშოდ. დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში.
1919
ტიპი: მფლობელობა
1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მიხეილ ბენდერსკი იყო ფრეილინის ქუჩაზე მდებარე „ჟოკეი კლუბის“ მეპატრონე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციამ ეგრეთ წოდებულ „ჟოკეი კლუბში“ ფრეილინის ქუჩაზე დაიჭირა კლუბის მეპატრონე მიხეილ ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. „ჟოკეი კლუბში“ მყოფი სხვა პირები მიიმალნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 22 ივლისიდან თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილმა დაიკავა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოში ივანე აფხაზი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ადგილობრივი სამეურნეო განყოფილების უფროსად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 24 ივლისს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 24 ივლისს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 ივლისს ჯვებე იოსელიანი გაიგზავნა წალკის რაიონში დამატებითი არჩევნების მოსაწყობად.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის მილიციამ შეიპყრო აგენტების დიდი ჯგუფი: დადიანი, რომელიც თავის თავს უწოდებდა „სამეგრელოს ბრწყინვალე მთავარს“, სინსკი, პეტროვი და სხვ. მათ მოხალისეთა ჯარის მთავარსარდალთან მიმოწერა უპოვეს. მათ, ყველას, საქართველოს საზღვრებიდან გაძევება ემუქრებოდა, გარდა დადიანისა, რომელსაც სასამართლოს გადასცემდნენ.