რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად კ. მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივნისს ფილიპე გოგიჩაიშვილი თბილისის სახაზინო პალატის კომისრად დანიშნეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სულეიმან-ხანის როლს ასრულებდა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866-79 წლებში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი პერევისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წლის 3 ოქტომბერს პერევისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე დევიძე გარდაიცვალა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-14 წლებში რაჟდენ მაქსიმეს ძე ტოგონიძე ჟონეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843-66 წლებში გიორგი გიორგის ძე დევიძე პერევისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 იანვარს პატრიკეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მოსე მიქაელის ძე ვაჩიბერაძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-17 წლებში სოლომონ თევდორეს ძე გვასალია ჟონეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.