რეგისტრირებული ფაქტები93155
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ინგუშთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ზაბალიევმა მთავრობას დეპეშით შეატყობინა, რომ ინგუშთა ეროვნული საბჭო ყველა ზომებს იღებდა საქართველოს სამხედრო გზით მიმავალ ლტოლვილთა გასაშვებად. საბჭო სთხოვდა მთავრობას, რომ აღარ გაეგზავნათ იქ ლტოლვილები, რადგან მათ გადაყვანას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ბრძანების თანახმად, კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს შტატების შემცირების გამო 1918 წლის პირველი ივნისიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოლქის სამმართველოს დაქირავებული მოსამსახურეები: სანტექნიკოსი პავლე ბუკანოვი და სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოსამსახურე გავრილ პერედერეი. ოლქის უფროსის ნაცვლად ფაქტი ხელმოწერით ინჟინერმა ადრიანოვმა და სვირიალ-პეტრენკომ დაადასტურეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ი. გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ტყვეთა დამხმარე კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. კომიტეტი გალზაგანში, სამხედრო ტყვეთა ბანაკთან, დაარსდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში სტამბოლში გაემგზავრა მთიელთა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბამბატოვი, წევრები – კანტემიროვი და მიქაელ ხალილოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში თბილისში ჩამოსული სამხედრო დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფრიდრიხ ფონ კრესი, 25 ოფიცრისგან შედგებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში პაველ მახარინსკის შტაბმა სამხედრო მდგომარეობის გამო თბილისის ერთ-ერთი მაღაზიისთვის სასწორის ჩამორთმევა გადაწყვიტა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლ ივნისს ტარას გრიგოლის ძე აბაშიძე დაინიშნა შრომის სამინისტროს ზედამხედველად. შრომის სამინისტრო სთხოვს სალიკვიდაციო კომისიას, მიიღოს ზომები მისთვის ავეჯის გადასაცემად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ივნისიდან იასონ გაბაშვილი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ფიზიკური ვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წელს ფოთის ვაჟთა გიმნაზია დაასრულეს: ნოე გიორგის ძე მეგრელიშვილმა, სერგო ალექსანდრეს ძე მიქაძემ, ანტონ გრიგოლის ძე მურვანიძემ, ნიკოლოზ სოლომონის ძე ხოშტარიამ, ივანე ანდრიას ძე ხოჭოლავამ, შალვა ლევანის ძე ხეჩინაშვილმა, სევერიანე ალექსის ძე დავითაიამ, დავით გიორგის ძე ლიპარტიამ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას, რომელიც იასონ ლორთქიფანიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნის-ოქტომბერში, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო, ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნის-ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

