საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87053

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე რიკოთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო

1812

ტიპი: თანამდებობა

1812 წელს მღვდელ-მონაზონი იოსებ თავაძე რიკოთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში გიორგი ნიკოლოზის ძე ლუტიძე როდინაულის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-82 წლებში თედორე ოქროპირის ძე ჩარკვიანი როდინაულის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-64 წლებში მათე მათეს ძე ლუტიძე როდინაულის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848-52 წლებში მარკოზ დავითის ძე მშვილდაძე როდინაულის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში არქიფო გიორგის ძე ჩხიკვაძე როდინაულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-98 წლებში გიორგი ნიკოლოზის ძე ლუტიძე როდინაულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850-1901 წლებში იოვანე გიორგის ძე მორჩაძე რიონის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ოტიას ასული დადიანი-ერისთავი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ოტიას ასული დადიანი-მდივანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ოტიას ასული დადიანი-ყიფიანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ ვასილ არაბიძე, დავით ლეონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ კესარია ჟღენტი, ალექსანდრე ხაბულიანი და სხვები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს სახელმწიფო დრამის თეატრში გაიმართებოდა პრემიერა. წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის პიესას „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ქვარიანმა დაასრულა საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შედგენა პირველდაწყებით უმაღლეს სკოლათა პროგრამის მიხედვით, რომელიც მალე გამოვიდოდა სკოლებში გამოსაყენებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე ინჟინერმა აბრამ ცეიტლინმა ნავთის წარმოების შესახებ მოხსენება გააკეთა. საზოგადოებამ დაადგინა, ნავთის წარმოება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნიათ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ივანე ოტიას ძე დადიანი ინჟინერი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ინჟინერი ივანე ოტიას ძე დადიანი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 29 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ივანე ოტიას ძე დადიანის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 იანვარს ინჟინერ ივანე ოტიას ძე დადიანს ქაშვეთის წმ. გიორგის საყდრიდან გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ოტიას ძე დადიანი ინჟინერ ივანე დადიანის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუარსაბ ოტიას ძე დადიანი ინჟინერ ივანე დადიანის ძმა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სოფელ ქისტაურის მრევლი იუწყებოდა, რომ თავიანთ მოძღვარს, ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.