რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გრ. ორბელიანის ლექსების შეძენის შესახებ. სექციამ დაადგინა, შეეძინათ გრ. ორბელიანის ლექსები და ამის შესახებ მოლაპარაკების გამართვა მემკვიდრეებთან მიენდოს შ. დედაბრიშვილს. გამგეობამ აღნიშნა, რომ ორბელიანის ნაწერების გამოცემის უფლება უკვე აქვს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და სექციის დადგინება უყურადღებოდ დარჩეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ქარვასლის მართვა-გამგებლობის შესახებ. ითხოვდნენ 1-ლი იანვრიდან ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის საჭიროებისთვის დაჭერილი ოთახების ქირად თვეში 720 მანეთის ნაცვლად 344 მან. და 50 კაპ. გადაეხადათ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს იოსებ ივანეს ძე ოცხელის გარდაცვალებაზე. იგი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა, განსვენებულის ძმებისთვის სამძიმრის დეპეშა გაეგზავნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის სავანეს გამგე კომისიის არჩევა და გ. ნ. ყაზბეგის მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციის დამტკიცება. გამგეობამ სავანეს მართვა-გამგებლობის ინსტრუქციით პროექტი დაამტკიცა და სავანეს გამგე კომისიის წევრებად აირჩია ვ. ბურჯანაძე და ი. გიორგობიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქუთაისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მიმდინარე წლის 22 მარტის N99 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა აცნობონ სამინისტროს სად შეიტანა ვლადიმერ აბაშიძემ საპენსიო ფონდში ჩასარიცხი ფული, აგრეთვე, ნომერი შესატანი ბარათის. მას ჯარისკაცად ნამსახურეობის დრო ხუთწლეულებში არ ჩაეთვლება, პენსიისთვის ჩათვლა კი შემდეგში მოხდება, როდესაც ვლადიმერ აბაშიძე პენსიას დაიმსახურებს და მის მიღებას მოისურვებს. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ. აბესაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის 1919 წლის 29 მარტის N90 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაამტკიცეს ვასილ აბდუშელიშვილია. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორს, 1919 წლის 27 თებერვლის N 10 შუამდგომლობის თანახმად აცნობეს, რომ სოლომონ ანდღულაძეს ნებას რთავდნენ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ადგილი დროებით დაეკავებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე უმაღლეს და საშუალო სკოლათა მთავარ გამგეს სთხოვდა, რომ ა. ი. ბალარჯიშვილს ნამსახური წლები ჩათვლოდა სახელმწიფო სამსახურში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს მისი შუამდგომლობის პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: რადგან 50%-ანი დამატება დაწესდა, ახალი მიმატება სასწავლებლის სპეციალური თანხიდან აღარ იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში ტიმოთე პლეტურილის, სტეფანე ავაზნელის, სერგო გუდუმიძის, ვართან ავაზნელის, არტემ პაპიაშვილის, ივანე ტოტოშვილის, გიორგი კეკელაშვილის, გაბრო პაშიკოვის, ნიკოლოზ ჭელიძის, ევდოკია ჭელიძის, მარია კოკალაშვილი, ლუბა მჭედლიძის, ნიკოლოზ კამალოვის, ნინა ძიძიკაშვილის და მარია ბარმენაშვილის შემოწირულობა შევიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი აპრილიდან 1-ლ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში გიორგი სომხიშვილის, სიმონ ბურლაკოვის, ალექსანდრე ფაშტას, გიორგი მამადაშვილის, ივანე კურატაშვილის, თომა გაგოშიძის, ნიკოლოზ კაზაკიშვილის, ალექსანდრე ჭელიძის, მიხა ფარსადანოვის, არშაკ ზულიევის, თედორე კიიკოვის, ლუკა ნიკოლაშვილის, ივანე მამადაშვილის, ისაკ კობიაშვილის და დავით მარიმინოვის შემოწირულობანი შევიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადო კრების მოთხოვნის თანახმად 1919 წელს ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელიდან ისევ ზუგდიდში გადაიტანეს. 1918 წლის ნოემბერში არჩეულ გამგეობას არ მოეწონა თავისი გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი და გადადგა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი აპრილიდან სოფელ შრომის მასწავლებელი გრიგოლ ჩიქვინიძე სამსახურიდან მიდიოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს წელი რევოლუციის გამო უშედეგო იყო განყოფილებისთვის. გამგეობისა და განყოფილების წევრები არა საზოგადოების, არამედ სხვადასხვა პარტიული პროგრამის განხორციელებით იყვნენ დაკავებულები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, რომლის მიხედვითც აცნობებდა, რომ სასულიერო სასწავლებლის ერთად შეერთების დროს ის დარჩენილა შტატის გარეშე და არ ყოფილა დათხოვნილი. ამიტომ უფლება ჰქონდა მიეღო სალიკვიდაციო ფული თუ მოინახებოდა საბუთები მისი ადგილზე დანიშვნისა და ნამსახურების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 წერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის პედაგოგ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს აცნობეს, რომ სასულიერო სასწავლებლების გაერთიანების შემდეგ იგი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. შესაბამისად, სალიკვიდაციო თანხის მიღების უფლება ჰქონდა, რისთვისაც ნამსახურობის საბუთები დასჭირდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს შეატყობინეს, რომ მისი ნამსახურობის საბუთები სასულიერო გიმნაზიისა და კათალიკოსთა საბჭოსაგან არ მიუღიათ, ამიტომ თავად უნდა მოეძებნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მიმდინარე წლის 29 მარტს N2532 მიწერილის პასუხად სწერს, რომ ვლადიმერ აბაშიძემ შეიტანა ქუთაისის ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად 49 მ., რის დასამტკიცებლადაც წარმოდგენილია საბუთი 1919 წლის 3 აპრილიდან N4688. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 აპრილს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა მიწათმოქმედების, გზათა და შრომის მინისტრს აუწყა, რომ რიონზე ნაოსნობის მომწყობი და მიმღები კომისიის გზათა სამინისტროს რწმუნებულად აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 აპრილს სახალხო სკოლების ინსპექტორ ვასილ ჯაფარიძეს მისწერეს, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რევიზიის შედეგი დაუყოვნებლივ წარედგინა განათლების სამინისტროში. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.