საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87050

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის „Орленок“-ს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრებაზე განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის 1918 წლის 12 ოქტომბრის (N453) ტელეფონოგრამა ეხება სამტრედიას და ფოთს შორის სამდინარო ნაოსნობის გახსნასთან დაკავშირებით კომისიის შემადგენლობაში მიწვევის საკითხს. მდ. რიონზე ნაოსნობის გახსნის გამო ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებას მონაწილეობა უნდა მიეღო მისი საკონცესიო პირობების შემუშავებაში. საზღვაო და სამდინარო სააქციო სატრანსპორტო საზოგადოების დამფუძნებელთა ნდობით აღჭურვილი პირის, აკაკი ხოშტარიას, მინისტრის სახელზე შესული თხოვნა და კონცესიის პროექტი განიხილეს კონცესიონერებისა და ნდობით აღჭურვილი პირის, პაპავას (ხოშტარია ბაქოში გაემგზავრა), ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის მოხსენება აზერბაიჯანის მიერ ნავთის გამოგზავნისთვის წამოყენებული ახალი პირობების შესახებ და მინისტრს დაავალეს, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ეცნობებინა, რომ ახალი პირობები ისევ მიუღებელი იყო, ამიტომ საქართველო წინანდელ დადგენილებას ეყრდნობოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება აზერბაიჯანისთვის 20 ათასი რუსული ფულის მიცემის შესახებ და დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ნავთის საქართველოში გამოშვების საქმეში შეუთანხმებლობის მიუხედავად, მინისტრს ნება დაერთოს აზერბაიჯანელებს მათი ხვედრი ბონების ანგარიშში მისცეს 20 ათასი მან. რუსული ფულით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების არჩევის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი გიორგის ძე აფხაზი დაინიშნა, ორი წევრის წარდგენა კი ყველა სამინისტროს დაევალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გურიაში მომუშავე მოხელეების ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ. ფინანსთა მინისტრს დაევალა მათთვის ხელფასის მიცემის განკარგულების გაცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გიორგი ანჯაფარიძის აფხაზეთის საქმეებზე გამგზავრების შესახებ. სხდომის გადაწყვეტილებით მას სამგზავრო ფულად 1 000 მანეთი უნდა მისცემოდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის ყოფილმა მოსწავლე ზაქარია კვეზერელმა-კოპაძემ, რომელიც სასწავლებლად გიმნაზიაში გადავიდა, განათლების სამინისტროს სასწავლებლის დირექციასთან შუამდგომლობა სთხოვა ახლად გადახდილი სწავლის ქირის უკან დასაბრუნებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის მე-7 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N 46 ბრძანების თანახმად, 10 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე დანიშნეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს სწერს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში გიორგი გიორგიძე დატოვეს მასწავლებლად. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის მაგიერ ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განათლების სამინისტროს მეექვსე კლასის მოსწავლე ბაგრატ ჭანტურიას სწავლის გადაუხდელი თანხის, 375 მანეთის, პატიება სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე წაიკითხეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ. კანონპროექტის განხილვა გადაიდო მანამდე, ვიდრე მთავრობა განსახილველად წარმოადგენდა დროებით კანონპროექტს ამავე საკითხზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადების თანახმად, 12 ოქტომბერს დასს, „ტარტოს“ არტისტული საზოგადოების თეატრში გერჰარდ ჰაუპტმანის დრამა „ჩაძირული გემი“ უნდა წარმოედგინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის „საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას ახალშობილ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე. მოხსენების შემდეგ მსჯელობა გაიმართებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ისტორიიდან“ (II ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საინგილოს გასაჭირი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „თავდადებული მამულიშვილნი“.