რეგისტრირებული ფაქტები93146
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ყოფილი პოლიციელი პორფილე ვარშალომიძე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს სწერდა, რომ მის შვილებს – მოსკოვის საქალებო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების სტუდენტ ეკატერინას, 14 წლის ალექსანდრესა და თბილისის ქალთა ინსტიტუტის სტუდენტებს, თამარსა და ელენეს – ოზურგეთის მაზრის კომისარი ეხმარებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 აგვისტოს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ალექსანდრა ფონ-კრისტი მუშაობდა სასწავლებლის უფროს ქალად, სტეფანე ისაკის ძე ტერ-სააკოვი – სომხური საღვთო სჯულის, ნატალია მიხეილის ასული სიდამონ-ერისთავი – რუსული ენისა და ლიტერატურის, მარიამ სპირიდონის ასული მენაბდე – მათემატიკის, ალექსანდრა კარლოს ასული ბაქრაძისა – ხელსაქმის პედაგოგად, ნინა ბეგლარის ასული ყაზახაშვილი და ნინო ივანეს ასული ლაშხაური კი – მოსამზადებელი კლასების პედაგოგებად, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე იყო სასწავლებლის ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ხელოვნების კომისიის წევრად შალვა შარაშიძის ნაცვლად პეტრე ქავთარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) იურიდიულ კომისიას გადაეცა იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონების სავალდებულო გამოქვეყნების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი 1914 წლის 16 დეკემბრის დროებითი კანონის – ზოგიერთი არსებული გადასახადის გაზრდის მოქმედების 1919 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელების შესახებ – გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) შრომის სამინისტროს კანონპროექტი 1918 წლის 17 ივლისის მუშათა დამზღვევი კანონის 65-ე მუხლის შეცვლის შესახებ გადაეცა მუშათა და შრომის კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) დაამტკიცეს საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატების საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) საბოლოო რედაქციით დამტკიცდა სასოფლო მილიციის დაარსების კანონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) დაამტკიცეს მილიციის მოსამსახურეთა საშტატო ანაზღაურების გაზრდის კანონის საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) მიიღეს რუსეთიდან დარჩენილ საერთო დაწესებულებათა ლიკვიდაციის კანონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) დაამტკიცეს საქარხნო ინსპექციის გაუქმების კანონის საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) დაამტკიცეს მფრინავი რაზმის შტატების გაზრდის კანონის საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს და დაამტკიცეს ბელადონის ფოთლის მოკრეფისა და ყიდვა-გაყიდვის კანონის საბოლოო რედაქცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს და დაამტკიცეს კანონის საბოლოო რედაქცია ქალაქ ოზურგეთისთვის ოცი ათასი მანეთის დახმარების სახით და ორმოცდაათი ათასი მანეთის უპროცენტო სესხის სახით გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 აგვისტოს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში საქართველოს რესპუბლიკის თბილისის დაკავების ადგილების ინსპექტორი ითხოვდა ინფორმაციას ავლაბრის რაიონის ყოფილი წითელგვარდიელის და შემდეგ უკვე თბილისის ციხის დაცვის უფროსის, ზაქარია თალიკაძის საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობას თალიკაძის მიერ ამ თანამდებობაზე დატოვების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგებმა – ელენე მიხეილის ასულმა მამულაშვილი-ლავროვსკისამ, ქეთევან მიხეილის ასულმა ჯავახიშვილმა და მარია რომანის ასულმა ღვინიაშვილმა – განათლების სამინისტროს მისწერეს, რომ ისინი უმიზეზოდ დაითხოვეს სასწავლებლიდან და სათანადო რეაგირება სთხოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ თხოვნით მიმართა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს, რომ კომისიას სჭირდებოდა ცნობები კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიომიდე თოფურიძე, მდივანი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, დედნის ასლთან სისწორეს ადასტურებდა ლეონიდ ჯაფარიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს მოხსენებაში მინისტრთა საბჭოსადმი – რესპუბლიკაში არაქართველ მოქალაქეთა სწავლა-აღზრდის მოწესრიგების საკითხზე – ხაზგასმულია, რომ სკოლების რეორგანიზაციას ხელს უშლის არაქართველ მოწაფეთა მდგომარეობის გაურკვევლობა. სურთ თუ არა არაქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეთ, შვილები იმ სასწავლებლებში დატოვონ, რომლებში სწავლებაც დედაენაზე იქნება, სამინისტროს ანკეტირების მიხედვით, თითქმის არავის უნდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე დროს, დაჟინებით ითხოვენ, მთავრობამ გაუხსნას სრულუფლებიანი სკოლები სახელმწიფო ხარჯით. მინისტრთა საბჭომ უნდა გაარკვიოს, რა უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო არაქართველ მოქალაქეებს სწავლის საქმეში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს N523 ბრძანებით, კ. ი. აბაშიძე დამტკიცდა უმაღლესი და საშუალო სკოლების განყოფილების საქმის მმართველად 1918 წლის პირველი ივლისიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი ლასხიშვილი.

