საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმმა სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე პაციენტებს იღებდა თბილისში, პეტროგრადის ქუჩა 7-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე იყო გინეკოლოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ვ. ფონ ლევენშტეინს რენტგენისა და ელექტრო-შუქით მკურნალობის კაბინეტი ჰქონდა გახსნილი თბილისში, კრილოვის 5-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოკულისტ დონხინს თავის კლინიკასთან გახსნილი ჰქონდა ღამის პანსიონიც, სადაც რჩებოდნენ სტაციონარული ავადმყოფები.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ოკულისტ დონხინს თვალის კერძო კლინიკა ჰქონდა გახსნილი თბილისში, მიხეილის გამზირის N17-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მიხეილ მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილის კერძო საავადმყოფოში მ. ფ. მგალობელისა და ი. ნ. ტერ-აკოფოვის მეთვალყურეობის ქვეშ გახსნილი იყო სპეცილაური სამკურნალო განყოფილება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფ. მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიული განხრით თბილისში, ოლღას ქუჩა N11-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფ. მგალობელი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ურჩევდა გაზეთ „ერთობის“ ხელმძღვანელობას, არ ჩაეთვალა საკუთარი თავი ხალხის ინტერესების ერთადერთ წარმომადგენლად და ეღიარებინა, რომ სხვა ძალებიც არსებობდა, რომლებსაც ასევე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ხალხისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის პირველ ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი ალექსი ლუკას ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აპრილამდე იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, სამტრედიიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა სოფელ იანეთის სოფლის საზოგადოებად დარეგისტრირებისა და ხაზინიდან ფულის გამოყოფის თხოვნის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების აღმ. კომიტეტის თავმჯდომარის ა. კოხრეიძის დეპეშა მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ოქტომბერს სამსონ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ივანე ჩერქეზიშვილი და მდივანი პავლე საყვარელიძე. წევრთა უმრავლესობის დაუსწრებლობის გამო სხდომა არ გაიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ოქტომბერს გზების უფროსმა გზათა სამინისტროს რესპუბლიკის ჯარების გადაადგილების ხელმძღვანელის მოადგილე ბახუტოვის 30 სექტემბრის დეპეშის ასლთან ერთად დეპეშაც გაუგზავნა, რომელიც რკინიგზის დაცვის თანამშრომელთა უფასო მგზავრობას ეხებოდა. შეატყობინა, რომ მითითებები რკინიგზის დასაცავად დანიშნულ ჯარებს კავკასიის სამხედრო ოლქის ფარგლებში მხოლოდ ომიანობის დროს შეეხებოდა და სთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის მითითებები მიეცათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე რკინიგზების კომენდანტად დაინიშნა ჯავშნიან მატარებელთა უფროსი გოგვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე ალ. მდივანი 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გამოყოფის შესახებ, აღნიშნავს, რომ ქალაქის თვითმართველობას (9 თვის დაარსებულია, აქედან 4 თვე უმოქმედოდ იყო „ბოლშევიკური ბატონობის“ გამო) ხარჯების გაღება არ შეუძლია. ამ სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვას დასამტკიცებლად მალე წარუდგენს, იქამდე კი ზემოხსენებულ თანხას ითხოვს.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში ახალციხის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისთვის წლიურად 19 200 მან გადადების შესახებ, ნათქვამია, რომ საზოგადოების რწმუნებული ემანუილ ვარდიძე ითხოვს ამ თანხის გამოყოფას. სამინისტრო ითვალისწინებს ახალციხის ქართველთა უნუგეშო მდგომარეობას, იმას, რომ სასწავლებელი თუ არ გაიხსნება, სასკოლო ასაკის ბავშვები უყურადღებოდ დარჩებიან და მხარს უჭერს შუამდგომლობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 46 ბრძანების მიხედვით, 10 ოქტომბრიდან ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დანიშნეს. მთავარგამგის ნაცლად ბრძანებას ხელს აწერს ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალ. მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 სექტემბრის N23 ბრძანების თანახმად, ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილი საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.