საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისო კომისიის ბოლო სხდომაზე საზღვარგარეთ გასაგზავნი სტუდენტების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. სულ 75 სტუდენტი უნდა გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ერევნიდან თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ უსუბეკოვი, რომელთაც მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში პოლკოვნიკ რეისთან გამართულ სადილს ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ხატისოვი, ნასიბ უსუბეკოვი, დავით ღამბაშიძე და გ. ევანგელოვი დაესწრნენ. სტუმრებმა სადილის შემდეგ ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს. შესრულდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ამერიკის ჰიმნები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების თავმჯდომარეები ალექსანდრე ხატისოვი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი სასტუმრო „ორიენტში“ შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ზანგეზურის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სომხური და აზერბაიჯანული მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უნდა შეეწყვიტათ სამხედრო შეტაკება, შეეკეთებინათ ზანგეზურის გზები და აღედგინათ სამშვიდობო მიმოსვლა, ყველაფერი, მათ შორის საზღვრების საკითხიც, შეთანხმებით გადაეწყვიტათ. მედიატორად ამერიკელი პოლკოვნიკი ჯეიმს რეი აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერში ქართულმა საოპერო სტუდიამ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ სწავლა დაიწყო. რეპეტიციები ყოველდღიურად მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი გასწორების შესახებ. კომისია იმ აზრის იყო, რომ „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა არამარტო ენციკლოპედიური ხასიათი, არამედ ის მეთოდიც, სისტემაც მასალის დალაგებისა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან უამისოდ წიგნი აღარ იქნებოდა ი. გოგებაშვილის. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობის წევრ ჩიმაკაძის დეპეშით შეტყობინება, გაიგზავნოს წარმომადგენელი გერგეთის სკოლის ჩასაბარებლად. გამგეობამ გადაწყვიტა, ქონების ჩაბარება მიენდო ადგილობრივი კომისიისთვის, რომელსაც მიბარებული ჰქონდა სკოლის ინვენტარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში მყოფი საქართველოს მისია თხოულობს მაჰმადიან ბავშვთათვის სასწავლებლად და დასარიგებლად 100 ცალ „დედაენას“, I ნაწილს და II ნაწილს და რამდენიმე „ბუნების კარს“, ისტორიას და ისტორიულ მოთხრობებს. საკითხს შუამდგომლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამგეობამ გადაწყვიტა, ეცნობებინა სამინისტროსთვის, რომ თხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მე-4 უბნის მომრიგებელი სასამართლო აუწყებს საზოგადოების გამგეობას, ნებაყოფლობით დაცალოს შმულევიჩის სახლი, სადაც მოთავსებულია ავლაბრის ბიბლიოთეკა, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გამგეობამ მდივანს მიანდო საქმის გარკვევა, ღებულობს თუ არა ავლაბრის კულტურული წრე ბიბლიოთეკას თავის გამგებლობაში. თუ 6 ნოემბრამდე ბიბლიოთეკას არ ჩაიბარებენ, უნდა გადმოიტანონ საზოგადოების ბინაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ნადეჟდა ჭყონიასი წინადადებას აძლევს გამგეობას, შეიძინოს ნაღდ ფულზე მისგან მისი მეუღლის, ალექსანდრე ჭყონიას ნაწერები „ისტორიული ნარკვევი“ 270 ცალი და „სამეგრელოს აღწერა“ – 60 ცალი. პირველი – 35 მანეთად ცალი, ხოლო მეორე – 25 მანეთად, 40% დაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძენათ „სამეგრელოს აღწერა“ – 60-ვე ცალი, ხოლო „ისტორიული ნარკვევი“ 100 ცალი 40%-ის დაკლებით იმ პირობით, თუ „ისტორიული ნარკვევის“ ნომინალური ფასი იქნებოდა 20 მანეთი, ხოლო „სამეგრელოს აღწერისა“ – 15 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების გადაცემის შესახებ. გადაცემული იყო აკაურთის, ატენისა და ვარიანის სკოლები, სამტრედიის კიოსკი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო. გამგეობამ საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ექიმად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი ნოემბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის, ანატომიისა და ჰიგიენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სოხუმის სასწავლო კომისარიატის თავმჯდომარე რ. ემუხვარმა საქართველოს განათლების სამინისტროს მ. კიტიასა და ნ. კემულარიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ექიმ აპოლონ მესხის მამა, ისაკ ალმასხანის ძე მესხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მიმართავს თხოვნით, სენატის სამოქალაქო საქმეთა საკაასაციო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის თანამდებობა გაათავისუფლონ და სრულიად სამსახურიდან. ასევე, ითხოვს უშუამდგომლოს მინისტრის ამხანაგთან, რათა ერთდროული დახმარების სახით მისცეს 1 თვის ჯამაგირი. თავისი ნივთიერი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნება, რადგან თავად დირექტორსაც კარგად მოეხსენება მათი მატერიალური მდგომარეობა. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამტრედიის განყოფილებას სთხოვა, რომ განყოფილების ლიკვიდაციის გამო მთელი თანხა გადმოეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ოქტომბერს მარო მაყაშვილი ქუთაისში გიმნასტიკის შეჯიბრებაზე დასასწრებად გაემგზავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.