რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1969
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილმა თბილისის სამოსამართლი პალატაში სარჩელი შეიტანა. იგი საოლქო სასამართლოს მიერ ი. ზ. ბარათოვის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებული და ნაფიცი ვექილის თანაშემწე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ი. ბარათოვსა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შორის დავა იყო.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის აგვისტოში ტიციან ტაბიძემ ნინო მაყაშვილს მისწერა, რომ თამარ იაშვილის სახლში პაოლოს დაბადების დღე აღნიშნეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 11 ივლისს სურამში, ნოდიას ბაღში, გამართულ წარმოდგენაზე საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს ია ეკალაძემ, დავით ილარიონის ძე კასრაძემ, ლევან თედოს ძე მეტრეველმა, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა, ტრიფონ რამიშვილმა, ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძემ, გიორგი შალიბაშვილმა და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „გაზაფხულის ნიაღვარი“ წარმოადგინეს.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-77 წლებში ოქროპირ იესეს ძე რიჟამაძე საწირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს სვიმონ დავითის ძე მჭედლიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1974
ტიპი: თანამდებობა
1874-1915 წლებში დავით გრიგოლის ძე გველესიანი საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს გიორგი პაატას (პავლეს) ძე შველიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-17 წლებში სიმონ ბესარიონის ძე ჭულუხაძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1869 წლის 4 ნოემბერს საწირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი პეტრე სიმონის ძე გაბადაძე გარდაიცვალა.
1818
ტიპი: თანამდებობა
1818 წელს ნიკოლოზ ფარსადანის ძე ცუცქირიძე სვირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს მიხეილ უშვერიძე საჯავახოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს გრიგოლ გიორგის ძე უშვერიძე საჯავახოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

