საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

1857

ტიპი: თანამდებობა

1857 წელს დავით სიმონის ძე ბებიაშვილი სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 25 ივნისს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე მჭედლიძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სანდრო აბაშელისადმი მიძღვნილი ნოე ჩხიკვაძის ლექსი „გამოძახილი“.

1827

ტიპი: გარდაცვალება

1827 წლის 15 მარტს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სულაქველიძე გარდაიცვალა.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წელს გრიგოლ სულაქველიძე სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-86 წლებში ლეონტი ანდრიას ძე კაპანაძე სვირის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-1912 წლებში გრიგოლ გიორგის ძე ჯუღელი სვირის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845-76 წლებში სვიმონ დავითის ძე მჭედლიძე სვირის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს სიმონ ცხადაძე სვირის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ქალანთარმა თბილისის სათესლე ხორბლის ბიუროს დასაარსებლად 200 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 14 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ („სიძე-სიმამრი“ და „ოთხი იმერელი“).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 ივლისს ლაგოდეხში, სომეხთა სამრევლო სკოლაში, იოსებ გრიშაშვილისა და ალექსანდრე შანშიაშვილის ორგანიზებით დადგეს „არსენა“ და „გეურქ-აღა და შანტაჟისტები“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ე. პ. სოფრონოვი, მ. მ. თუმანიშვილი, კ. მ. თუმანიშვილი, გიორგი მიხეილის თუმანიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმა დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის ქალაქისთავის მოადგილემ თბილისის გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა ახლად არჩეული გამგეობის მეოთხე წევრი ტ. ა. ენფიაჯიანცი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის ქალაქისთავის მოადგილემ სახალხო სკოლების დირექციას დასამტკიცებლად წარუდგინა ავლაბრის მეორე საქალაქო სკოლის გამგედ არჩეული სედოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა სხდომაზე განიხილეს ქალაქის საექიმო ლაბორატორიის გამგის, გრიგოლ ალიბეგოვის მოხსენება იმ დროს გავრცელებული ღვინის ფალსიფიკაციის მოსპობის საშუალებების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე აბრამ აკოფოვს გატანილი ჰქონდა საგალანტერიო საქონელი, ყუთები, პორტმონები და საკანცელარიო ნივთები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე მ. ა. საფაროვისამ ყვავილებისა და თაიგულების დიდი კოლექცია წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ა. ნ. აკოფოვისას გატანილი ჰქონდა ლეკური, ოსური და იმერული შალების ნიმუშები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა წარადგინა კაბები და თავშლები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული თეატრის მოღვაწეთა მიმართ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „მამლაყინწობა თუ შეთანხმება?!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიყვარული“.