რეგისტრირებული ფაქტები81648
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ა. ი. ფლორენსკი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ი. მ. დოლუხოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ლევბერგმა წარადგინა თამბაქოს ქარხნის, „თამარას" ნაწარმი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო კირიონმა სამღვდელოთა თანამსახურებით მცხეთასთან მდებარე არმაზის ღვთისმშობლის სამლოცველო აკურთხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სტეფანენკომ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თავისი შეკერილი ფეხსაცმელი წარმოადგინა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა და გრიგოლ ტერ-პეტროსიანმა კაბები და თავშლები წარადგინეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და ვალერიან გუნია რეჟისორთა საბჭოს წევრები იყვნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში ხერსონელმა ნ. დ. ლებედევმა სახაზინო თეატრი მომავალი გაზაფხულისთვის 2 თვით დაიქირავა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის გამოფენაზე მ. პ. მორენცოვმა ვარშავიდან წარადგინა ყრუ-მუნჯთა სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ კავკასიის შიდა მრეწველობის გამოფენაზე ე. ი. იაკობმა წარადგინა თავისი ნაქარგი სუფრა, ხელსახოცები და სხვა ნაქარგობები.