რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გრაფი ვოლფსკჰეელი იყო სამხედრო სამინისტროს მრჩეველი.
1918
ტიპი: ღონისძიება
მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იაკობ ნიკოლაძის 1918 წ. 11 ნოემბერის N4238-ის თხოვნის შესახებ და გადაწყდა: მოღვაწეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად ატელიეს ასაგებად მიეცეს მას საჭირო მასალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ მიმართა განათლების სამინისტროს, რომ არდადეგების შემდეგ სამსხურში გამოუცხადებლობის გამო სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი ვლადიმერ ანდრეის ძე იანიცკი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ნიკოლოზ გლაგოლევი გიმნაზიის მასწავლებლების სიიდან ამოერიცხა არდადეგების შემდეგ გამოუცხადებლობის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს რუსული ენის მასწავლებელის სერგეი კუდრიავცევის სასწავლებელში გამოუცხადებლობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის მესამე გიმნაზიის დირექციამ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ არდადეგების შემდეგ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო ისტორიის მასწავლებელი ვასილ ჩიტაიანი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს შედგენილ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 4 ნოემბრის N414 მინაწერის პასუხად სწერენ და სთხოვენ დაუყოვნებლივ წარმოადგინონ ცნობები მასწავლებელი მ. დ. აბდუშელიშვილი-დემიდოვის ცენზის შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე მიქაბერიძე, საქმისმწარმოებელი გვახარია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება გაგრის კლიმატური სადგურის მიმღებ ხელაძის, გაგრის მილიციის უფროს დგებუაძისა და მილიციონერების – სვანიძისა და ჯიქიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამართალში მიცემით. დაადგინეს, საჭიროების მიხედვით თანამდებობის პირი გადააყენოს იუსტიციის სამინისტრომ სათანადო უწყებასთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა გიორგი შარაშენიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. თხოვნა და მთელი მისი საქმე სამინისტროს დაუბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის თაობაზე. განხილვა გადაიდო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბადალიანცის შეწყალების თხოვნის შესახებ. ეპატია სასჯელი უფლებების დაბრუნებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დადგენილება გზათა მინისტრის მოადგილე მალანიასთვის ავადმყოფობის გამო 2700 მანეთის დახმარების მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება ბარნაბა გამსახურდიას უფლებათა აღდგენაზე თხოვნის (N1931, 8 ნოემბერი, 1918) შესახებ და დაადგინეს: დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N84 ბრძანებით თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის ქართული განყოფილების ხელსაქმის მასწავლებლად ვერა სტეფანეს ასული ბასტამოვა დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება ეხება მასწავლებელ მარიამ არუთინოვისთვის 500 მანეთის ოდენობის შემწეობის აღმოჩენას. მას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ჯამაგირი არ მიუღია, რადგან ამ დღეს დატოვა ბათუმი, რომელიც ოსმალოს ჯარებმა აიღეს. ის კუთვნილი თანხის გამოყოფას ითხოვდა.

