რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა დეპეშით შეატყობინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანებმა ოპერაციების წარმოება დაიწყეს სომხეთის გოხტანის წინააღმდეგ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს – ევგენი გეგეჭკორსა და ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფერენციამ ბაქოში სასურველად და მიზანშეწონილად ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფედერაციის დაარსების იდეა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა ქეთო გრიგოლის ასული კვიტაშვილი-ნიჟარაძისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა რაჟდენ არსენიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ დაარსდა ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოადგენდა მანამდე ცალ-ცალკე არსებულ მომარაგების სამმართველოსა და შრომის სამინისტროს შეერთებულ უწყებას. ამას გარდა დაემატა ორი ახალი, იუსტიციისა და სამხედრო სამინისტროები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ სხდომაზე სამხედრო მინისტრად აირჩია გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე ვექილოვი შეხვდა მოკავშირე ქვეყნების უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ ჰასკელს და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სამხედრო მინისტრად დაინიშნა გრიგოლ ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ვექილოვმა ამიერკავკასიის უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს გადასცა ნოტა, რომელშიც წერდა სომხეთის ჯარის მიერ ერევნის გუბერნიის მაჰმადიანთა რამდენიმე სოფლის აწიოკების შესახებ, საიდანაც თბილისისკენ მოემართებოდნენ ლტოლვილები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი დიპლომატი ვექილოვი ამიერკავკასიის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ ჰასკელისადმი მიცემულ ნოტაში იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა მთავრობისგან ითხოვდა შესაბამისი ზომების მიღებას სომხეთის წინააღმდეგ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახლად შექმნილი სამხედრო სამინისტროს შესახებ განაცხადა, რომ როცა მინისტრთა კაბინეტი დგებოდა, ერთ პირს, ნოე რამიშვილს ჩაბარდა შინაგან საქმეთა და სამხედრო სამინისტროები, რომელმაც კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო პირები ვერ ახერხებდნენ ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას, მთავრობა იძულებული იყო ჩარეულიყო ვაჭრობა-მრეწველობის საქმეში როგორც კერძო პირი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე გ. ზ. ჩაჩიბაია, პალატის წევრი ა. ა მაჩაბლიშვილი, საოლქო სასამართლოს წევრი გ. კასაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომაზე განიხილებოდა კონსტანტინე და ბესარიონ გურულების კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1919 წლის 20-29 აგვისტოს მოქმედების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას საქმე მოახსენა პალატის წევრმა გ. ზ. ჩაჩიბაიამ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 30 დეკემბერს გ. ზ. ჩაჩიბაია თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას თავმჯდომარეობდა.