რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საერო განათლების სამინისტროში შეიქმნა საუნივერსიტეტო რეფორმის განსახილველი განსაკუთრებული კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ გერასიმე ეზოვი და ვ. ვ. ლატიშევი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საგანგებო კომისიამ ინჟინერ დომბროვსკის თავმჯდომარეობით დაათვალიერა ახლად დასრულებული ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ტოტი და შესაძლოდ ცნო, დაწყებულიყო მატარებლის მოძრაობა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში მსახიობი ნიკოლოზ გოცირიძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ 7 თვით მიიწვია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად ყოველწლიურად, მის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს, წარმოდგენა გაემართა. წარმოდგენიდან მიღებული თანხა გაბუნიას სახელზე დაწესებულ სტიპენდიას დაემატებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში შავი ქვის მრეწველთა კრების თავმჯდომარე, გიორგი ზდანოვიჩი ჭიათურის საეკლესიო-სამრევლო სკოლას ეწვია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად დაეწესებინა ყოველწლიური სტიპენდია 300 მანეთის ოდენობით. სტიპენდია უნდა გადაეცათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტისთვის.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს საერო განათლების სამინისტროში დაარსდა საუნივერსიტეტო რეფორმის განსახილველი განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო საერო განათლების მინისტრის მრჩეველი ი. კ. რენარი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს აკაკი წერეთელი ქართული დრამატული საზოგადოების სკოლაში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა.

