საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს საერო განათლების სამინისტროში დაარსდა საუნივერსიტეტო რეფორმის განსახილველი განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო საერო განათლების მინისტრის მრჩეველი ი. კ. რენარი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ჰოფმაისტერი დ. ფ. ერმოლოვი თბილისში ჩამოვიდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით სათეატრო მიმოხილვა დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ძმ. ზუბალაშვილთა სახალხო სახლი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 ოქტომბერს მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე ს. ნ. ტიმოფეევმა და პავლე ყიფიანმა წაიკითხეს მოხსენება კავკასიაში ღვინის შემოტან-გადმოტანისა და გასაღების შესახებ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მსახიობი დავით აწყურელი ქუთაისის დასმა მიიწვია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს შალვა დადიანი ქუთაისის დასში რეჟისორად მიიწვიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მსახიობი ნუცა ჩხეიძე ქუთაისის დასმა მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს არტემ პეტროსიანმა სომხური დრამატული საზოგადოების გამგეობის დავალებით სომხურად თარგმნა ივანე გომართელის „დრამატიული გამგეობის წევრი“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს აკაკი წერეთელი ქართული დრამატული საზოგადოების სკოლაში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მსახიობი ალექსანდრე იმედაშვილი მომავალი სეზონისთვის ქუთაისის თეატრალურ დასში მიიწვიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-5 ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანსკიმ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის ამგებ კომიტეტს 15 ათასი მანეთი დახმარება გადასცა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ტურფა წალკოტში დამეთრთვილა ნაზი ყვავილი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის ლექსი „მთებში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „მთვარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის „ახალი ვარიანტი თქმულებისა შოთა რუსთაველზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „რისთვის დასცურავ მთვარე?“

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „სიყვარული სიყვარულს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „განთიადის მოლოდინში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „გახსენება თეატრის შესახებ“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ივლისს მაჩხაანში ალექსანდრე ახმეტელაშვილის რეჟისორობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის „ღალატი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვარშავაში გამოცემული ანდრია ყარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის მუსიკალურ მაღაზიებში შეიტანეს გასაყიდად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვალერიან გუნიამ იაკობ გორდინის პიესა „მირრა ეფროსი“ თარგმნა.