რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა, რომ ონიდან სახალხო რაზმის მთავარ შტაბს ბოლშევიკების მეთაურის, ნოე ლეჟავას შეპყრობის შესახებ შეატყობინეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 6 ოქტომბერს პარტიზანულმა პოლკმა ზუგდიდის ტაძარში კაპიტან არჩილ საყვარელიძის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს მთელი პარტიზანული პოლკი, ზუგდიდის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტის წევრები, ადგილობრივი მებრძოლი რაზმი და ზუგდიდის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს მეცისა და სტრასბურგის აღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გამოაქვეყნებისათვის საგანგებო რაზმმა საღამოს დეპეშების „ვეჩერნი კურიერის“ რედაქტორი დაშოიანი დააპატიმრა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს საგანგებო რაზმის უფროსის თანაშემწემ არ. ნ. მილოვის ბინა გაჩხრიკა და ოთხი თოფი აღმოაჩინა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ყავრიშვილს სარძეო ფერმა ჰქონდა მანგლისთან, სოფელ მოხისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საქართველოში მყოფმა გერმანელმა ოფიცრებმა დეპეშით სთხოვეს იმპერატორ ვილჰელმს, რომ ისინი დასავლეთის ასპარეზზე გაეგზავნა. იმპერატორმა გამოუგზავნა საპასუხო დეპეშა, რომლითაც მადლობას უცხადებდა და აუწყებდა, რომ დასავლეთის ასპარეზზე მდგომარეობა უცვლელია და ისინი საჭირო არ არიან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, პროფესორი სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანი საქართველოს რესპუბლიკის ტყეთა ინსპექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველის სახელით გრიგოლ რობაქიძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას კანონპროექტის „საქართველოს სამზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“ უკან დაბრუნება შეატყობინა. საკითხი მთავრობის 3 ოქტომბრის სხდომაზე განხილვიდან მოიხსნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის მასწავლებელი ლეონ მელიქსეთის ძე მელიქსეთ -ბეგი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 7 ოქტომბერს რკინიგზის საავადმყოფოს ფერშალი პეტრე მელუა გარდაიცვალა. მისი გამოსვენება თავისი ბინიდან, გლდანის ქუჩიდან, იყო დაგეგმილი. ის კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 ოქტომბრის ღამეს პუშკინის ქუჩაზე ჩანჩალაშვილის საგალანტერეინო მაღაზიიდან 20. 000 მანეთის საქონელი მოიპარეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 ოქტომბრის ღამეს კახეთის ქუჩაზე კ. ახვერდოვის ბინიდან ახვერდოვის ვაჟმა, ლევანმა 20. 000 მანეთის საქონელი მოიპარა და მიიმალა.

