საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „ჩვენი მიზანი და მისწრაფება“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის რედაქტორობით სექტემბრიდან გაზეთი „თეატრი“ გამოიცემოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 ივლისს ბარბარე ბარათაშვილისა და ელიზბარ გუგუშვილის თაოსნობით თიანეთში ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, დაიბეჭდა ნიკოლოზ გამრეკელის ნაშრომი „საქართველოს სიძველენი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ყვირილიდან ვარძიამდე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ბროშურა „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იასე სულხანოვმა გორის მაზრის მმართველობაზე უარი განაცხადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 ივლისს ფონდერფელტი ფოთში ნავსადგურების სარევიზიოდ იმყოფებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ფონდერფელტი ნაოსნობის და ვაჭრობის დირქტორი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ ალექსანდრე აკოფაშვილის მოთხრობა „ჯაშუში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, გალკინ-ვრასკი კავკასიაში საპატიმროების სარევიზოდ იმყოფებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, გალკინ-ვრასკი საპატიმროების დირექტორი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, კადიანი აფხაზეთში აბრეშუმის გასავრცელებლად დასახლდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, კადიანი მეაბრეშუმე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, იური ნეჩაევ-მალცოვმა თბილისის წნ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 500 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, კავთისხევში იოსებ ციციკაშვილს გატაცების მიზნით თავს დაესხნენ.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 10 ივლისს ივანე სოლომონის ძე ციციშვილი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, მედიცინის მუშაკ კ. სამარკინს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ს.კ. სამარკინმა ოზურგეთში ყვავილით დაავადებული არაერთი ადამიანი გამოაჯანმრთელა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, გალკინ-ვრასკი საპატიმროების დირექტორი იყო.