საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90109

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბერს დაპატიმრებული შევკეტ ნორმანის, მუკერემ ისმაილ-ოღლისა და კამინ მუსტაფა-ოღლისთვის ჩამორთმეული ფული თბილისის რკინიგზის მილიციამ ბრალდებულთა თანდასწრებით დალუქა. პროცესს ესწრებოდნენ სადგურ „თბილისის“ კომენდანტი შულმანი, ილია დგებუაძე და ანდრეი კრივოშეი. ფული ცეცხლგამძლე სალაროში მასხარაშვილისა და ძაგანიას თანდასწრებით შეინახეს. კ. ა. ჩხეტიამ გადაწყვიტა, ა. ამბარცუმიანის მიერ ხელმოწერილი ოქმი საქართველოს რკინიგზის მილიცის უფროსისთვის გაეგზავნათ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 14 ნოემბერს დააპატიმრეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომისარი ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს სახელმწიფო ბანკის სოხუმის განყოფილებაში თანხის გაგზავნას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბ. კუზანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს პიღასი აბდუშელიშვილის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი გააცნო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს აცნობეს, რომ სასურველი იყო განათლების სამინისტროს ყველა საქმე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, წინასწარი განმარტებისთვის სამინისტროში გაეგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს შეატყობინეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებელ ბაღაშვილის დათხოვნის საქმის სამართლიანად გამოკვლევასა და გადაწყვეტას მხარს უჭერს განათლების სამინისტრო, რისთვისაც მიიღო კიდეც შესაფერისი ზომები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს სთხოვა, რომ 1913 წლის 20 აგვისტოდან პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაემტკიცებინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების არქივის უფროსი ევგენი კონსტანტინეს ძე როძევიჩი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების საქმისმწარმოებელი ონუფრი პავლეს ძე ბარკოვსკი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ნოემბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწუნებულ გიმნაზიაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ბაქოს ცენტრში გამართული დიპლომატიური შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა გენერალ ტომსონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრის თანამდებობის აღმასრულებელ იდილ ხაზ ზიათხანოვს შორის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი მ. მეხთიევიც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „ბრძოლა მიწისათვის ქართლ-კახეთში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბერს ქუთათელ მიტროპოლიტად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარის კურთხევა გაიმართებოდა მცხეთის საპატრიარქო ტაძარში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, არქიმანდრიტი ნაზარი ქუთათელ მიტროპოლიტად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „სომეხ-ქართველთა ბრძოლა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ბარნაბა გამსახურდიას წერილი „შენიშვნები რევოლუციასა და ანარქიაზე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ლადო მაჭავარიანის სონეტი „დიდი მოურავი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მტრებს (პასუხად გაზეთ „ერთობას“ და „ბორბას“)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი ორიენტაცია“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ გასხვისების ზოლის გენერალ-გუბერნატორს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველის განკარგულებით მიწის ქვეშ მომუშავე მეცეცხლურებისთვის ტანსაცმლისა და ჩექმების გამოყოფის შესახებ მიმოწერა გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.