რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ნაპოლეონ ამატუნისა და ერთ-ერთი მალაკნის დიალოგი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აგვისტოს სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა გამართულიყო წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა და კონსტანტინე ყიფიანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში ალექსანდრე სუმბათაშვილს ანგინის გამო ექიმებმა სცენაზე თამაში აუკრძალეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წლის 30 იანვარს ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე შიოს ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილი თბილისის დრამატული საზოგადოების ხაზინადარი იყო.

