რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ხულოში საქონელს შავი ჭირი გაუჩნდა. ამის გამო იქ ვეტერინარი ტიმოფეევი გაგზავნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სოხუმის სასამართლოს ლიკვიდაციის გამო მ. მელიანიცკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ბაქრაძე, ლავრენტი ბაბუნაშვილი, კარპეზ აბაშიძე, ნიკოლოზ აბუთიძე, მარიამ აბუთიძე, ფილიპე დიმიტრის ძე გაბელაშილი, ეგნატე გიორგის ძე გაბლიანი, მიხეილ გიორგის ძე გავაშელი, პეტრე გასნევსკი და ლავრენტი გაჩეჩილაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ნადია ჭეიშვილი, მიხეილ ჭრელაშვილი, ლუბა ჭირაქაძე, გრიგოლ ბესარიონის ძე ჭოლაძე, აბესალომ ღვინეფაძე, სტეფანე გიორგის ძე ხაჟომია, სევასტი ხუჯაძე, ელენე ხაბურჯანი, კიმოთე ხაბურჯანი და ვარლამ ბიჭიას ძე ხარაბაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისის ინდოევროპული ტელეგრაფის სადგურის ხელმძღვანელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს შავარშ სტეფანეს ძე დემირგოგლიანი თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მიხეილ ზანდუკელს ჰქონდა ბინა ანასტასიევის ქ. N 13-ში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის განმავლობაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 47-ჯერ დაესწრო ვარლამ ბურჯანაძე, 39-ჯერ – შიო დედაბრიშვილი, 37-ჯერ – იოსებ გიორგობიანი, 26-ჯერ – იპოლიტე ვართაგავა, 23-ჯერ – ნინო ნაკაშიძე, 14-ჯერ – ქრისტინე შარაშიძე და 8-ჯერ – ვასილ წულაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ნ. გოგიტიძეს 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე სტეფანე არამის ძე მხითარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ექიმის შვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.