რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-92 წლებში ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის პირველ ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი ალექსი ლუკას ძე გიორგაძე გარდაიცვალა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-69 წლებში სოლომონ ნიკოლოზის ძე შავრაშიძე ქუთაისის მთავარანგელოზთა (მწვანეყვავილის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ინიციატივით თბილისში მებაღეობის სკოლა გაიხსნებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რკინიგზის ექიმად ვართანოვის ნაცვლად ბაბოვი დაინიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 სექტემბრის „დროებაში“ ქუთაისის გუბერნატორ სმეკალოვის ლეჩხუმის მაზრაში სტუმრობის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორი სმეკალოვი ლეჩხუმის მაზრაში იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძემ საგრამატიკო ტერმინოლოგია შეადგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში „თეატრის“ მეორე ნომერი იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ გაბარაშვილმა და გუგუშვილმა თბილისისა და მცხეთის ფოსტის მძარცველთა მოთავე თორღო მურზაბეგოვი დაიჭირეს.

