რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იონა ლუკას ძე ჯანელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მელქისედეკ კედია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გოგი ხიმშიაშვილი იყო სახალხო გვარდიის გორის რაზმის უფროსი პოლკოვნიკი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სერგი რომანოზის ძე გორგაძე იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვილეშ გრომადკო იყო ჩეხოსლოვაკიის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იაროსლავ სვატოში იყო თბილისის ჩეხთა ეროვნული საზოგადოების თავმჯდომარე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა ვასილ ივანეს ძე პეტრიაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბელი იყო ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის დედა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის როიალის კლასში მასწავლებლები იყვნენ: მ. მ. ავალიანი, თავ. ხელ. ე. გ. აბელაშვილი-ყარანგოზიშვილისა, ო. მ. ბერგ-პივოვაროვისა, თავ. ხელ. ლ. დ. ვოლგმანისა, თავ. ხელ. პოლტარაცკაია-მადატოვისა, თავ. ხელ. რ. ე. ხოსროევისა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასში მასწავლებლები იყვნენ: თავ. ხელ. ა. ნ. ყარაშვილი, თავ. ხელ. ი. ი. ფიშბერგი, თავ. ხელ. ვ. ა. მეტელნიკოვისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი დათანხმდა, გადასახადთა მომატების საკითხი გადასულიყო საფინანსო კომისიაში ხმოსან ნიკოლოზ ელიავას პირობით, რომ მომავალ ორშაბათს კომისიას წარედგინა საბჭოსთვის პასუხი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით თალიკო და სოსიკო ვარაზაშვილები დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბსკაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.