საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის დურგალთა ამხანაგობის საზოგადო კრებამ გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის არტელის ქარხანაში მუშაობის შემდეგ წერა-კითხვა ესწავლებინათ. არტელის გამგეობის თავმჯდომარემ ამის შესახებ განცხადებით მიმართა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის, რათა არტელის გამგეობას საზოგადო კრების მინდობილობის განხორციელების ნება დაერთო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს ქალაქის საბჭომ ვარლამ ჩერქეზიშვილი თბილისის მოურავის მოადგილედ წარადგინა ხმის უპირატესობით, მაგრამ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ უარი განაცხადა საბჭოს გადაწყვეტილებაზე და მეორე კანდიდატად შესტაკოვის წარდგენა მოითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 იანვრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსმა ალექსიმ თბილისის სასულიერო სემინარიას რუსული საღვთო წიგნების ქართულად სათარგმნელად 200 მანეთი შესწირა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 იანვრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსმა ალექსიმ თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკას 300 მანეთი შესწირა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 იანვრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსმა ალექსიმ თბილისის სასულიერო სემინარიას 1000 მანეთი შესწირა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 იანვრის „დროების“ ცნობით, ივანე მინკევიჩი თბილისის სამკურნალოში ქირურგად მუშაობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 18 იანვრის „დროების“ ცნობით, ტვერში არქიეპისკოპოსად ევსევი დაინიშა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 იანვრის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის (ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის) სტატია „წმ. ნინო და მისი დღესასწაული 14 იანვარს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 17 „იანვრის“ ცნობით, ილია კობიევი სასულიერო პირი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა გაზეთ „დროების" სტამბას საჩუქრად „ალმანახი“ გადასცა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის წიგნი „ალმანახი“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, ყურზანოვს პოლიციელის მკვლელობისთვის ჩამოხრჩობა ელოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 იანვრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში იყიდებოდა სამოსახლო ადგილები, რომლის შესახებ ინფორმაციას სიმონ ივანეს ძე მესხი ფლობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 იანვრის „დროების“ ცნობით, უ. ვართანოვის წიგნის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „მდაბიური ამბავი“ და „ეშმაკის ხარო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული „მზით უნახავი ქალი და თორმეტი თვენი“ ერთ შაურად იყიდებოდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, ადოლფ რემერტი კავკასიის საბებიო ინსტიტუტში მუშაობდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, იოანე ონანოვი ექიმი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 იანვრის „დროების“ ცნობით, იულსკი ექიმი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 „იანვრის“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 იანვრის „დროებაში“ გორის სემინარიის შესახებ ივანე ბარველის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 იანვრის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დივარი გორის სემინარიაში მათემატიკას ასწავლიდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 იანვრის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დივარი გორის სემინარიის პირველი დირექტორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი და გამოცემული ქართული სახალხო სიმღერების კრებული ერთი შაური ღირდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, სტეფანე გულიშამბაროვის მკვლელობა სცადეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, სტეფანე გულიშამბაროვი „ბაქოს ცნობების“ რედაქტორი იყო.