რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, უ. კალანდარიშვილი ნიგოითის სკოლაში ასწავლიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ლუკრეცია კალმაკოვისა წითელი ჯვრის საზოგადოებას ეხმარებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 იანვრის „დროების“ ცნობით, ბაბაჯანიანცის რედაქტორობით ახალ გაზეთ „პსაკს“ გამოსცემდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის დეკემბერში ავქსენტი ცაგარელმა პეტერბურგის უნივერსიტეტში გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე მეგრული ენის შესახებ ისაუბრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 იავრის „დროების“ ცნობით, ყალანთაროვმა წალკაში წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად შემოწირულობა შეაგროვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, აგიევსკი ქუთაისის პოლიცმაისტერად დანიშნეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე გაგარინი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, ფონ დერ ოსტენ-საკენი კავკასიის საბაჟოს უწყების უფროსად დანიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, გამანაწილებელი კომიტეტის თანხა ვახტანგ თულაშვილისთვის უნდა გადაეცათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლიდან ბიბიკოვისას დათხოვა სურდათ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, ბიბიკოვისა ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს პაოლო იაშვილმა შალვა სოსლანს მისწერა, რომ ბორის პასტერნაკთან ერთად საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოინახულა, მათ შორის თელავი, ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს პაოლო იაშვილმა შალვა სოსლანს მისწერა და სთხოვა, ჟურნალ „მნათობისთვის“ ახალი მოთხრობები გაეგზავნა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან მისწერა, რომ თარგმანებს უგზავნიდა და სთხოვა, თვალი გადაევლო კორექტურისთვის და ტექსტი მბეჭდავისთვის თავად ეკარნახა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 27 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს ტელეგრამა გაუგზავნა და მოსკოვში ჩასვლა მოსთხოვა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე „სალიტერატურო გაზეთის“ ხელმძღვანელობის შეცვლა იგეგმებოდა, რაც სარედაქციო პოლიტიკაზე სასიკეთოდ აისახებოდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე პაოლო იაშვილს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს გაუგზავნიდა და, თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო თავადაც გასცნობოდა თბილისური ცხოვრების სიახლეებს.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მისწერა, რომ მოსკოვის ლიტერატურულ სიახლეებს პაოლო იაშვილის წერილებით იგებდა, მაგრამ მისი ნეიტრალური თვალთახედვა სხვანაირად საინტერესო იყო. ამიტომ სთხოვდა, ხშრად მიეწერა წერილები და შეეტყობინებინა, როგორი პროცესები ვითარდებოდა თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში.

