რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა დამფუძნებელი კრების წევრებმა: ნიკო ნიკოლაძემ, სპირიდონ კედიამ, ალექსადრე ასათიანმა, ქუთაისიდან – ვასილ წერეთელმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში, ქალაქის თეატრში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის პრეზიდიუმში აირჩიეს: თავმჯდომარედ – მიხეილ გვალია, მოადგილეებად – ზაქარია იშხნელი და ტრიფონ ნიორაძე, მდივნებად – გიორგი აბაშიძე და კოტე ანთაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა წარმოდგენილი სადისციპლინო წესდების მე-2 და მე-3 მუხლების რედაქციის გადამუშავება და მთავრობისთვის მოხსენება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს დაევალა ევროპაში კომერციული აგენტურის მოწყობის სქემის და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაეგზავნათ მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაევალა მთავრობის სასახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხატისოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ სომხეთის მთავრობამ არა ერთხელ გამოთქვა სურვილი ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის დაახლოების შესახებ, იმჟამადაც რჩებოდა იგივე შეხედულებაზე და ამ საკითხს გადაწყვეტდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე, რომლის მოწვევის დროს და ადგილს სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში დაადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს სომხეთის დიპლომატიურმა მისიამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის გაუგზავნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის დეპეშის ასლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენცია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სთხოვდა, საჩხერის რაიონში საველე შტაბის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმის გამოკვლევა და დამნაშავეთა ვინაობის გამოძიება დავალებოდა სენატის საგანგებო რევიზიას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ციხეებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამო რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორმა ივანე იაშვილმა შემდეგი ზომების გატარება გადაწყვიტა: ავადმყოფი პატიმრები ცალკე საკნებში გადაიყვანეს; საპყრობილეებს მიეცათ საჭირო ნივთები - ლეიბები, საცვლები, ფეხსაცმელები და სხვ. ციხეებთან მოეწყო სახელოსნოები, რაც სახელმწიფო ხაზინას სარგებლობას მოუტანდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ოჯახი იუწყება, რომ მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის დაკრძალვა მოხდება სოფელ პატარძეულში, საგვარეულო სასაფლაოზე 4 იანვარს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისპაჰანური ხალიჩების ყიდვა 120 ფუნტი დაუჯდა, მაგრამ ექსპერტებმა ძალიან შეაქეს. მათი აზრით, იმდენად ძვირფასი იყო, მიწის ქვეშაც შეიძლებოდა მათი შენახვა. ვაჭარმა შეთანხმების გასაუქმებლად 25 ფუნტი შესთავაზა მას შემდეგ, რაც ხალიჩა იყიდა. ამანათი თებერვლის დასაწყისისთვის ჩაუვიდოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას სახლი გაყინული დახვდა, რადგან წყლის სისტემა მოშლილიყო, თუმცა საღამოსთვის ყველაფერი შეკეთდა.