რეგისტრირებული ფაქტები85449
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 29 აპრილს ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა, იგი 8 მაისს ჩოჩხათში დაკრძალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი შეკრიბეს ვალერიან გუნიამ, ვასო აბაშიძემ, ალექსანდრე იმედაშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი მიიტანეს მარო მდივანმა, ტასო აბაშიძემ, იუზა ზარდალიშვილმა და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის კომერციულმა სასწავლებელმა აღნიშნა დაარსების წლისთავი. დღესასწაულს დაესწრნენ სასწავლებლის პედაგოგები, სამზრუნველო რჩევის წევრები და სახაზინო პალატის მმართველი დიმიტრი მიხაილოვი.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წელს დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი ქველობნის (კურსების) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1853
ტიპი: გარდაცვალება
1853 წელს ქველობნის (კურსების) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი გარდაიცვალა.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წელს იოანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი ქველობნის (კურსები) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს სპირიდონ ბაკურაძე ქველობნის (კურსები) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, თეატრის ქუჩისთვის, რომელზეც ქალაქის მოურავი, აწ განსვენებული გიორგი ევანგულოვი, ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქმიათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გადაიხადეს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ გამგეობის წევრები, საბჭოს ხმოსნები და ქალაქის სამმართველოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებათა მოხელეები.
1800
ტიპი: თანამდებობა
1800 წელს სპირიდონ ბაკურაძე ქველობნის (კურსების) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების საბჭოს წევრმა მოსკალსკიმ, რომელსაც დავალებული ჰქონდა სამეურნეო სკოლების რევიზია, ქუთაისის სამეურნეო სკოლის რევიზია დაასრულა და ტუაფსეში გაემგზავრა.