რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 6 ივნისს მილიციელი სერგი ფირუზაშვილი საგუშაგო პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მე-10 კომისარიატის ყოფილი მილიციონერი სერგი ფირუზაშვილი პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო 2 კვირით დააპატიმრეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თ. კიკვაძის სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სკოლების გადაცემის შესახებ. თ. კიკვაძეს მინდობილი ჰქონდა, გამგეობის სახელით აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიაში ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლების გადაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის დადგენილების თანახმად საზოგადოების სკოლების ერობათა უწყებაში გადაცემის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების თხოვნა, მოემატოს მათ ჯამაგირები ან მიეცეთ ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, საგნების მასწავლებელი ღებულობს თვეში 440 მან. საპროფესიო/ხელსაქმის – 254 მ. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცეს თითოს ერთდროული დახმარების სახით ცხრაას-ცხრაასი მანეთი. ორივეს 1800 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა, „ბუნებისმეტყველების“ I ნაწილის (გეოგრაფიის) ჰონორარის სრული ანგარიშის მიცემის შესახებ. მიღებული ჰქონდა 1400 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, ჰონორარის ანგარიშში მას კიდევ 2600 მანეთი გადასცემოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ივნისის N284 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 20 მაისის სხდომის დადგენილება დაამტკიცეს და უფლება მისცეს სპეციალური საშუალებიდან იოსებ აბულიანცისთვის 225 მანეთი გამოეწერა. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 7 ივნისს ოზურგეთში ნატანების გზაზე ფოსტის მძარცველები ნაკაიძე და მიქაბერიძე დახვრიტეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება მხატვრობის საღამო. დავით კაკაბაძე წაიკითხავს მოხსენებას „თანამედროვე მხატვრობის გზები“. გრიგოლ რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი და საველ სორინი ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე, იუწყება „ერთობა“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ თბილისში თევზაძისეულ ქალ-ვაჟთა კერძო გიმნაზიის მოწაფეთა გამოცდებზე დასწრება, მათი წარმატებისა და, საერთოდ, სკოლის მდგომარეობის შეფასება სერგი დანელიამ თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს, ილარიონ ლორთქიფანიძეს დაავალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთიელთა საპროტესტო ნოტას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილე ყუბანის სამხარეო რადის დელეგაციამ: 1919 წლის „ვოლნი გორეცი“ N3 აქვეყნებს 8 ივნისს ჰ. ბამატოვისთვის გამოგზავნილ თანაგრძნობისა და თანადგომის წერილს, რომელსაც ხელს აწერს ყუბანის დელეგაციის ხელმძღვანელი ბიჩი.
1919
ტიპი: განათლება
1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ივნისს კანცელარიის მმართველმა და სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილებას სთხოვეს, 14 ივნისს, დილის 10 საათზე, პეტრე დიდის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაეგზავნათ, რათა მთავარი პარკის საწყობებიდან დეპარტამენტში გეოდეზიური ინსტრუმენტები გადაეტანათ. ავტომობილი ირაკლი გოპაძის განკარგულებაში იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ივნისის დამფუძნ. კრების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვ.თაყაიშვილი, ო. სოლოღაშვილის მოხსენებით მიიღეს საბოლოო ტექსტი კანონისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ და დეკრეტისა _ თბილისის ქალაქის თვითმართველობისთვის 10 მილ. მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ ყალბი ბონების გასაღებისათვის დააპატიმრა მიხეილ მელიქი, ალი ვაირაგოვი, მუსა კალანდაროვი და აპოლონ ჯაფარიძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ივნისს ბოროტმოქმედებმა ვანისქედის ეკლესია გატეხეს და ხატები წაიღეს. მაზრის კომისრის, ღლონტის ხელმძღვანელობით სამტრედიის სადგურზე ასკანის მცხოვრები რაჟდენ სირაძე, რაჭის მაზრის მცხოვრები ერასტი არჩვაძე და ბუკნარელი ლეონიდე რავლეიშვილი დააკავეს. დამნაშავეები ოზურგეთის ციხეში ჩასვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 ივნისის სხდომაზე თბილისის მაზრის ერობის გამგეობამ დაადგინა, გაუქმებულიყო მაზრის კომისრის თანამდებობა და კომისარიატი ჩაებარებინათ მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე შიუკაშვილისთვის.

