საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85449

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „არა, მარტო არ ვარ!“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1900 წლებში ბესარიონ (აბაკუმ) იესეს ძე კანდელაკი ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-02 წლებში ფილიპე გიორგის ძე კანდელაკი ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „ყრილობისათვის მოვემზადნეთ“.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წელს მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი საქართველოდან გადაიყვანეს. მისმა მოადგილემ ქართულ დასს სუბსიდია შეუწყვიტა. გიორგი ერისთავის დასის შემოსავალმა ხარჯი ვერ დაფარა და დაიშალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 მაისიდან ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობამ წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, ივანე ბარველი, ვალერიან გუნია, დავით მგალობლიშვილი, ილია მამფორია, ვლადიმერ სანიკიძე (სარაული), პავლე ფრანგიშვილი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და ვასილ ურუშაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 მაისიდან ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას ვალერიან გუნიას თაოსნობით წარმოდგენები უნდა გაემართა გორში, ყვირილაში, ჭიათურაში, ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთში, ბათუმში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და შორაპანში.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწის თანამდებობის აღმასრულებელი გიორგი კანდელაკი ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი თანაშემწის აღმასრულებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 მაისს ოზურგეთში გერმანე იოსების ძე გოგიტიძისა და გრიგოლ ჩიჩუას ხელმძღვანელობით განახლებული თეატრის შენობა გაიხსნა.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 11 იანვარს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ადამ ბერის ძე კობზირიძე გარდაიცვალა.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817-48 წლებში ადამ ბერის ძე კობზირიძე ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ვასილ ქაიხოსროს ძე მდინარაძე ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813 წელს ვასილ ქაიხოსროს ძე მდინარაძე ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო

1808

ტიპი: თანამდებობა

1808-41 წლებში დავით ფოცხვერაშვილი ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1841

ტიპი: გარდაცვალება

1841 წლის 10 ივნისს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი დავით ფოცხვერაშვილი გარდაიცვალა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-17 წლებში ივლიანე დავითის ძე ქორიძე ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წლის 14 ივნისს ღვანკითის წმ. სამების ეკლესი ის მღვდელი ანთიმოზ ვასილის ძე კროჭი გარდაიცვალა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-58 წლებში ანთიმოზ ვასილის ძე კროჭი ღვანკითის წმ. სამების ეკლესი ის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 8 მაისს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი რაჟდენ ანტონის ძე კროჭი გარდაიცვალა.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს რაჟდენ ანტონის ძე კროჭი ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გოლა ახრახაძის წერილი „შებოჭილ მსახიობზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის წერილი „ჭიათურის სცენის აღორძინება“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჩამოყალიბებული დასი წარმოდგენებს 1898 წლამდე მართავდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში ჭიათურაში წარმოდგენებს მართავდნენ თბილისიდან და ქუთაისიდან ჩასული მსახიობები ერეკლე დეკანოზიშვილის დახმარებით.