საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81403

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის მისიის უფროსი, გენერალი ნონანკური, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, პოლკოვნიკი სტოკსი, საბერძნეთის რწმუნებულის წარმომადგენელი და ინგუშთა დელეგაცია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 იანვარს ქუთაისში გარდაიცვალა ვასილ ივანეს ძე პეტრიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფოთსა და ქუთაისში ღვინით მოვაჭრეთათვის სააქციზო გადასახადის შემცირების თაობაზე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსანდრე სარქისის ძე არუთუნიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის სასადილოში გაიმართებოდა „დიდი კაბარე“, ოპერიდან „ქეთო და კოტე“ შეასრულებდნენ ილიკო ქურხული, კურბატოვი, ისეცკი, ანა ორლოვა, სატინა, ნიროვი და სხვანი, როიალთან ვასილევა-ანდრონიკაშვილისა და ბორის პროზოროვსკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეპშტეინი იყო ნაფიცი ვექილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, გეპშტეინის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 3 ივლისის დადგენილება მელიქ-აზარიანცის სახლში რადომსკის ბინის დანდუროვისათვის რეკვიზიციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის განკარგულება ათანასი ერიმევის ბინის რეკვიზიციის შესახებ თადეოზ გამალოვისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის რწმუნებულ ბაბუშკინისა და ქ. თბილისის გამგეობის ნაფიცი ვექილის ამირხანოვის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის საგუბერნიო და ქალაქის სასურსათო კომიტეტების დადგენილება პ. ს. დოროჟნოვის მაღაზიის რეკვიზიციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამხატვრო არტისტულ წრეებში ახლო მომავალში დაგეგმილი იყო საღამო ნიკოლაი ჩერეპნინის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ახლო მომავალში დაგეგმილი იყო მ. დავიდოვის გასტროლები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლკოვნიკი სტოკსი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაზარიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მდივანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი აფხაზის წერილი „საქართველოს თანამედროვე ეკონომიური ვითარება“ (დასასრული).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა კოშიცი მიიწვიეს ბაქოში საგასტროლოდ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბმა მიიწვია ნიკოლაი ევრეინოვი, რომელიც დადგამდა თავის პიესას „მხიარული სიკვდილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.