საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის დეკემბერში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის მეორე კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 და 16 ივნისს გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის პირველი კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „დღეს ის არა ხარ!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვიაჩესლავ ჯიქიას წერილი „თვითცნობიერება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ი. გედევანიშვილის სტატიის „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „სინამდვილე თუ ზღაპარი?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში ვალერიან შალიკაშვილმა ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობას დასის გაუმჯობესების 21-მუხლიანი გეგმა წარუდგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მაისს ნიკო გოცირიძემ ფოთში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ჭიათურის თეატრალური დასის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, მირიან დავითის ძე ჭანიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, ანეტა იურკევიჩი, ვალერიან შალიკაშვილი და სოფრომ ტარუაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის თვითმმართველობის ზოგიერთმა მოხელემ შუამდგომლობა აღძრა ქალაქის მიწები, რომლებზეც ქალაქს თავისი ხარჯით უნდა აეშენებინა სახლები, მისცემოდათ მოხელეებს უფლება გამოისყიდონ მიწა და სახლი. შუამდგომლობა გადაეცა თ. ჩერქეზიშვილს საჭირო ცნობების შესაკრებად და მოხსენების შესადგენად.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-57 წლებში რომანოზ გიორგის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-55 წლებში მარკოზ იოანეს ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ანდიოფი გოგოლაშვილმა და ნატალია ყარამანის ასულმა მგელაძემ შემწეობა შეკრიბეს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისის ბოლოს ვალერიან გუნიას მეთაურობით შექმნილმა ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ პროვინციებში წარმოადგინა „ქეთევან წამებული“ და „ოჯახის დაქცევა“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში განიხილეს ლორის მხარის ბოქაულად ნამყოფი კონსტანტინე ვაჩნაძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 ივნისს დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ იუმორისტულ-მუსიკალური საღამოს მოწყობა დავალებული ჰქონდათ ალექსანდრე წუწუნავას, მიხეილ ქორიძესა და შალვა შარაშიძეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში პეტრე ივანეს ძე მიხელიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „სათეატრო ხელოვნება ქართლში“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში სიმონ კირილეს ძე ჭიპაშვილი ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1916 წლებში ფილიპე (ფილიმონ) გიორგის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1905 წლებში კირილე თედორეს ძე ჭიპაშვილი ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკო სიხარულიძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის მდივანი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს გიორგი მარკოზის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გიორგი მარკოზის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.