საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85467

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 სექტემბერს კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე ნიკოლოზ შავროვმა ისაუბრა ხალხში სამეურნეო ცოდნის გავრცელების აუცილებლობაზე, რომ საჭირო იყო თითოეულ გუბერნიაში სპეციალისტ-ინსტრუქტორის დანიშვნა, რომელიც გასცემდა პრაქტიკულ რჩევებს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1917 წლებში ირაკლი ანტონის ძე აბაშიძე ღონის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გრიგოლ იოსების ძე იაკობაშვილი ღონის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გიორგი ცისკარიშვილმა სამეურნეო საზოგადოების საბჭოს თხოვნით მიმართა, მიეცათ მასწავლებლის ადგილი თბილისის საბაღოსნო სკოლაში.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს პავლე გიორგის ძე კურტანიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816 წელს პავლე გიორგის ძე კურტანიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 18 სექტემბერს ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი თამაზის (თომას) ძე ორჯონიკიძე გარდაიცვალა.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814-52 წლებში გიორგი თამაზის (თომას) ძე ორჯონიკიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 12 სექტემბერს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული კავკასიაში იაკობ მედვედიევი თბილისიდან სოჭში გაემგზავრა მიწათმოქმედების მინისტრ ერმალოვთან მისაგებებლად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ბუტუსოვისა დაინიშნა თბილისის პროფესიული სახელოსნო სკოლების დირექტორად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 12 სექტემბერს პროფესორი ს. პ. გლაზენაპი კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრების მეოთხე სექციის სხდომაზე საპატიო წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 სექტემბერს სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა შენობაში დაინიშნა პირველი ქართული სპექტაკლი, უნდა წარმოედგინათ იერემია გულისაშვილის „დრონი მეფობენ".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა ქართული თეატრის სეზონი – წარმოადგინეს დრამა „ციხის საიდუმლო", რომელშიც მონაწილეობდა ოლღა ვ. ლეჟავასი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტი მასკალსკი თბილისიდან პეტერბურგში წავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა ქართული თეატრის სეზონი, წარმოადგინეს დრამა „ციხის საიდუმლო" და გაბრიელ სუნდუკიანცის ვოდევილი „საღამოს ერთი ცხვირი სეირია".

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქ თბილისის საავადმყოფოს კუკიის განყოფილების გამგედ დაინიშნა ექიმი აგარონოვი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-17 წლებში ნესტორ გიორგის ძე კეთილაძე ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 7 სექტემბერს ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მათე ლაზარეს ძე ხელაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1910 წლებში მათე ლაზარეს ძე ხელაძე ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-96 წლებში იოანე იოსების ძე სვანაძე ყუმისთავის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-70 წლებში ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865-1903 წლებში სიმონ პავლეს ძე კურტანიძე ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 7 მაისს შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი გერმანე ოქროპირის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-65 წლებში გერმანე ოქროპირის ძე მაჭარაშვილი შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.