რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან ენატრებოდა და იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოცნება აუხდებოდა და აღდგომას ოჯახთან შეძლებდა შეხვედრას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ფიქრი ძალას და ხალისს ჰმატებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში თბილისში გაიხსნებოდა პირველი ქართული საბავშვო ბაღი მარია მონტესორის აღზრდის სისტემით. ბაღში ორივე სქესის 3-იდან 7 წლამდე ბავშვები მიიღებოდნენ. საბუთების მიღება წარმოებდა მარიამ ერისთავთან, მისამართზე: მამა დავითის ქ. N 36.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა საფრანგეთის სამხედრო კომისიის მეთაური დე ნონანკური და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას დილიდან ესტუმრნენ ვასილ ბარნოვი, მოსე ჯანაშვილი, ია კარგარეთელი, ნიკო თავდგირიძე, სიმონ ესაძე და სხვები და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი ხალხის სურვილით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დიპლომატიური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი ხალხის თხოვნით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის სასახლეში დამფუძნებელი კრების სახელით სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის როლზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთავრობის სასახლის აივნიდან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მასწავლებლებს და აღნიშნა მათი როლი ამ საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს, 13 სააათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრებთან ერთად მთავრობის სასახლესთან მოვიდა ეროვნული დროშებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.