რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ოლღა ანდრიას ასული ბოდისკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 2536 მანეთსა და 06 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1807 მანეთსა და 23 კაპიკს.
1918
ტიპი: თანამდებობა
შორეული ნაოსნობის შტურმანი კონსტანტინე გაბრიელის ჩუბინიშვილი 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის გზათა მინისტრს მეორედ სთხოვს – რადგან იმ დღეებში მინისტრის განკარგულებით ფოთში მიდის გამგე, რომელმაც უნდა აღწეროს და ჩაიბაროს საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი გემები – რომელიმე გემზე კაპიტნად დანიშნოს. თან ურთავს მოწმობებს, რომლებიც ამტკიცებს, სად, რომელ ადგილებში უმსახურია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N188 ბრძანებით, გრიგოლ მალაქიას ძე ჯაფარიძე ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნატალია იოსების ასული გუფელდი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნეონილა სპირიდონის ასული ჯინჯიხაძისა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, ტრუფანოვი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის მიწათმოქმედების პრაქტიკული მუშაობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, პოროშინი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 187 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი დეკემბრიდან ოზურგეთის საეპარქიო ვაჟთა პროგიმნაზიის ქართული ენის შტატის მასწავლებლად სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართული მხარის წარმატებულად დაწყებული და მიმდინარე სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია 1918 წლის 31 დეკემბერს ბრიტანელების ჩარევით იქნა შეჩერებული და ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა „ლორეს ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე 1919 წელს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამ თანამდებობას ასრულებდა 5 თვის განმავლობაში, ამავე დროს იყო ლექტორი მოსწავლეთა ორგანიზაციებში.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს მიხეილ ანჩაბაძე ირიცხებოდა მე-2 ესკადრონის პირველ ქართულ პოლკში, რომელშიც ასევე მსახურობდა ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919-1920 წლებში ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილების უფროსი დავით გრიგოლის ძე ელიავა, თბილისის თვითმმართველობის სამსახურში შესვლის გამო, სამინისტროს მოხელეთა სიიდან ამოიღეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში კოტე ფოცხვერაშვილის მომღერალთა გუნდმა სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პოდპოლკოვნიკი ისრაფილ იედიგაროვი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის იაილაგათა (კოჩევების) მაზრის გამგედ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იონა გიტოს ძე კიზირია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ევგენი ალექსანდრეს ძე ბელორუსოვი გორის უბნის სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ივანე ივანეს ძე შმიდტი სოხუმის პირველი უბნის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

