რეგისტრირებული ფაქტები85415
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე პირველი სექციის თავმჯდომარე იყო მიწათმოქმედების დეპარტამენტის მოხელე ვ. ი. მასალსკი, მდივანი – ი. გ. ქუთათელაძე.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-95 წლებში ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-73 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს ბესარიონ შიოს ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს ბესარიონ შიოს ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1840
ტიპი: თანამდებობა
1840 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პიესის „მეუფე ურიათა“ თარგმანის ერთი ნაწილი კოტე მესხის ხელნაწერებში აღმოაჩინეს, დარჩენილ ნაწილს კი გრიგოლ ყიფშიძე გადათარგმნიდა და ჟურნალი მალე დაბეჭდავდა პიესას.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ხონის მარიამის საქალებო სკოლის ხელსაქმის მასწავლებლად დანიშნა ან. სპირიდონის ასული ქუთათელაძე, რომელსაც პეტერბურგის ხელსაქმის კურსი ჰქონდა დამთავრებული.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთის ახლად გახსნილი ქალთა სკოლა დავით დუმბაძემ აკურთხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ათ-ათი შაური შესწირეს ფარმაცევტებმა: კორძახიამ, ი. ბადარეიშვილმა, შ. კვინიკაძემ, ეპ. ნარუაშვილმა, არ. მშვიდობაძემ, მ. ბერიძემ და ივ. შერმადინმა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა მეორე კრება გაიმართა, რომელსაც 21 წევრი დაესწრო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 26 ნოემბერს ნ. კაპანაძის სახლში გამართულ კრებაზე დასამტკიცებლად წარადგინეს სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოს“, მიერ შემუშავებული წესდება.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: ლ. ალხაზიშვილმა, თ. ჩიქოვანმა, ს. ნანეიშვილმა, ედიგარაშვილმა, კ. ჯაფარიძემ, ალ. მატარაძემ და სხვ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოსთვის“ შეიმუშავეს წესდება და აირჩიეს ორი წევრი – გიორგი ალექსის ძე მაღრაძე და პავლე ხეთაგაშვილი. მათ წესდების დამტკიცებაზე ზრუნვა და სათეატრო საქმის მოწესრიგება დაევალათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 მაისს ნ. კაპანაძის სახლში გამართულ კრებაზე შეიმუშავეს სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოს“, წესდება, რომელიც გუბერნატორმა დაამტკიცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს გუდოვიჩის ქუჩაზე მდებარე ნიკოლოზ ბოზარჯიანცის თუთუნის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.