რეგისტრირებული ფაქტები81343
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანი გამოსამშვიდობებლად ესტუმრა. იგი ღამე ერევანში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ბაქოში გაემგზავრნენ: ოლივერ უორდროპი, უეითი, მაიორი დელი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი რუსი მეუღლე, თანაშემწე და სომხეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძის „ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის“ განათლების სამინისტროს გადაეცა განსახილველად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა იუწყებოდა, რომ უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ყოველდღიურად მართავდა სხდომებს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდებდა საზოგადოებას მონაწილეობისკენ. შემოწირულობების, განცხადებებისა და ცნობების მიწოდება შეიძლებოდა მთავარი კომისიის მდივანთან, სტუდენტ დავით წერეთელთან, 11-13 და 17-19 საათებში, სტუდენტთა სასადილოში, თავისუფლების მოედანზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მარიამ თარხან-მოურავის ბენეფისი, რომელზეც წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში ქართული სამუსიკო საზოგადოების კაპელა გამართავდა კონცერტს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოველდღე იმართებოდა საღამო-წარმოდგენები, რომლის კონფერანსიე იყო ნეჩაევი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს სოფელ ურიათუბანში (სადგური მუკუზანი) გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ალექსანდრე სოლომონის ძე ჯაფარიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს ოზურგეთში, საგვარეულო სასაფლაოზე (სოფელ ექადიის ეკლესიასთან) გრიგოლ ჯაყელს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მელიტონ მიხეილის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელების მილოცვები მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სენაკის ქალაქისთავის მოადგილე ლავრენტი გეგენავამ განათლების სამინისტროში მიმართვა და ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილემ 23 იანვრის N5 ბრძანებით, ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცა. ასევე, მას გაუგზავნეს ბაისოგოლოვას N60, N82 და N2779 მოწმობები.
1920
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის მიერ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლავას თანამდებობაზე დამტკიცების 1920 წლის 23 იანვრის N5 ბრძანების დედანთან სისწორე ი. ეპიტაშვილმა დაადასტურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „მინიონი“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გრეჟებინი იყო ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ბათუმში.