საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია მადლობას უხდის მოქალაქე ისიდორე კვიცარიძეს, რომელმაც კანტორა „იმერეთში“ უპროცენტოდ გაყიდა ჟურნალის „თეატრი და მუსიკა“ რამდენიმე ასეული ნომერი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ი. ბეთანელს, დ. სადრაძეს, გ. მიქელაძეს, ა. ჭუმბურიძეს, კ. ქუთათელაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჟურნალ „ხელოვნება“ იუწყება, რომ 9 ნოემბერს გაიმართება ვასილ ბარნოვის მოღვაწეობის 30 წლის იუბილე, რომ საჭიროა ამ საღამოს უსწრებდეს მწერლის თხზულებათა გამოცემა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალი „ხელოვნება“ წერს, რომ გასულ თვეებში ძალიან მოკრძალებულად აღინიშნა შიო არაგვისპირელის იუბილე, ამ დღეს საზოგადოებამ არ თქვა სამადლობელი, მაგრამ მასზე დიდი დამნაშავეა მწერალთა კავშირი, რომელმაც ეს დღესასწაული სათანადოდ არ აღნიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 10-10 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ე. გალდავაძეს, დ. ფეიქრიშვილს, მ. აგიაშვილს, ვ. ფუთურიძეს, ა. იშხნელისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის თ. ფანჯავიძეს, ვ. გორგიძეს, ს. ჯაყელს, ტ. ჯაყელს, ნიკოლავას, ვართანოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. იაკობიშვილს, გრ. აბაშიძეს, ნ. მიქელაძეს, ბ. მჭედლიძეს, ა. ერიქოვს, დ. კეჟერაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. დუმბაძეს, დ. გრიგორაშვილს, ე. ბალანჩივაძეს, მ. ქუთათელაძეს, ზ. ხარაძეს, ასევე ე. თვალაძეს – 3 მანეთის შეწირვისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნებაში“ დაიბეჭდა ნ. თუმანიშვილის წერილი „ლეონარდო-და-ვინჩი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი „მსახიობი“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათშორისი კომისიის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილება, სავალდებულო ყველა სახელმწიფო სტიპენდიატისთვის: საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ მათ, ვისაც სამხედრო ბეგარა მოხდილი აქვს; ან ვინც წარმოადგენს საბუთს, რომ სამხედრო ბეგარის მოხდა უწევთ, მაგრამ ვერ წარმოადგენენ განთავისუფლების მოწმობას, და ირიცხებიან კანდიდატთა სიაში, ისინი საზღვარგარეთ გაიგზავნებიან სამხედრო ბეგარის მოხდის შემდეგ.

1919

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 12 იანვარს პოლკოვნიკი მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 იანვარს ივანე ნიკოლოზის ძე აბულაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში შესთავაზა, გზათა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დაეტოვებინათ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტისთვის საჭირო რაოდენობის ნავები. გადაცემა უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტით. ხელს აწერენ კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი და ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 14 იანვარს კორნელი ილარიონის ძე ბახტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 იანვარს ეკატერინე და ანნა კრივოშინებზე, რომლებიც იყვნენ ბაქოს ქალთა მეორე სასწავლებლის პედაგოგები, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გასცა სწავლის მოწმობის ასლი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 იანვარს არკადი ტიმოხინი და ნიკოლაი კრასნოვი, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის პედაგოგები, სთხოვენ განათლების სამინისტროს ჯამაგირის სახით გამოუყონ 400 რუბლი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ოზურგეთის ქალთა გინაზიის უფროსს, რომ აცნობოს აქვს თუ არა ზოგადი განათლება ანა გეგელაშვილს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ამბერკი ივანეს ძე გიორგიძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს გორის სამაზრო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობერიძემ შეატყობინა ალექსანდრე ლომთათიძეს, რომ კომისია 15 წევრისგან შედგებოდა. აქედან თორმეტი სოციალ-დემოკრატი იყო, ორი – ფედერალისტი, ერთი კი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ლ. ბოცვაძე, ვ. წულაძე, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სასულიერო წოდების იყო. მის მშობლებს ჰქონდათ ქონება, თავად კი არაფერი შეუძენია. არ იყო დაოჯახებული და არც მამაპაპისეული ქონება ჰქონდა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში „მაფალუუს“ თავმჯდომარის ამხანაგმა, მიხეილ კანკავამ სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას დასაფლავებაზე „მაფალუუს“ სახელით სამეგრელოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ პოლიტიკური შინაარსის სიტყვა მეგრულად წარმოთქვა.