რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 და 29 იანვარს თბილისის საკრებულო დარბაზში გაიმართებოდა ლიდია ჯონსონის და მისი პარტნიორის, ალფეროვის საცეკვაო საღამოები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა სობინოვის იმპრესარიო ა. ლევიტოვი, რომელიც 26 და 27 იანვარს გამართავდა კონცერტებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღის აღსანიშნავად გაიმართებოდა ტრადიციული ეროვნული საღამო მარიამ რამიშვილისა და ოლღა სვანიშვილის მონაწილეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით თბილისში, არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა საღამო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ფშავიდან საგანგებოდ ჩამოვიდა პოეტი ბაჩანა (ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 და 27 იანვარს თბილისში ჩამოსული იმპრესარიოს, ა. ლევიტოვის კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ ცნობილი მომღერალი სობინოვი, ასევე კოდიტოვი და ბალერინა ლიდია ჯონსონი თავის პარტნიორ ალფეროვთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგის, სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით ამავე სკოლაში გაიმართა საშობაო საღამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვრიდან ქართველ მწერალთა კლუბ “ქიმერიონში“ წარმოადგენდნენ განახლებულ პროგრამას, რომლის რეჟისორი იყო ლეო გალი, კონფერანსიე − ნეჩაევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა ოლღა გურამიშვილის მზრუნველებს: რუსუდან დიმიტრის ასულ სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას, კონსტანტინე აფხაზს და ექიმ – მიხეილ გედევანიშვილს გამგეობის საგანგებო სხდომაზე დასწრებას სთხოვდა. გამგეობა ოლღა ჭავჭავაძის მოვლა-პატრონობის საკითხს განიხილავდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 27 იანვარს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე ბექზადიანმა მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შესვა და სამი ახალგარზდა რესპუბლიკის ნათლიმამა უწოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 27 იანვარს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართეობდა მარგარიტა მირიმანოვას კონცერტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 იანვარს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის თავმჯდომარეობით გაიმართა აზერბაიჯან-სპარსეთის კონფერენციის სხდომა, სადაც განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პროექტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 იანვარს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის თავმჯდომარეობით გამართულ აზერბაიჯან-სპარსეთის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ შემდეგი სხდომა შედგებოდა 30 იანვარს და განიხილავდნენ ტრანზიტის საკითხებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ გადილიას შუამდგომლობა საწყობიდან წიგნების გადაზიდვისა და საბუთების მოწესრიგებლად მუდმივი მუშის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.