რეგისტრირებული ფაქტები85257
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ძველი თბილისის მუშა არჩილ არავიაშვილი სოფ. რუისის თემის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა ბესარიონის ძე გაბადაძის საქმის მიხედვით, 1920 წელს ის იყო დასაოჯახებელი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
შალვა გაბადაძე ქუთაისის კორძახიას კერძო ქალთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად ირიცხებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
შალვა გაბადაძე მ. ყაუხჩიშვილის სრულუფლებიან ქალთა გიმნაზიაში ალგებრის მასწავლებლად მიიწვიეს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს პედაგოგ ერმილე გაბიანის თვიური ჯამაგირი იყო 1144 მანეთი და მის მშობლებს ჰქონდათ დიდი ქონება.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა წერეთელი, თამარ წერეთელი, ნიკოლოზ წერეთელი, ელენე წერეთელი, ნინო წერეთელი, ნიკოლოზ წერეთელი და ოლიკო წერეთელი დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს" მიხედვით, გ. ზ. ოჰანეზოვი იყო იტალიელ აქციონერთა საზოგადოება N 60-ის ადმინისტრატორ-დელეგატი საქართველოში. საზოგადოების მთავარი სამმართველო მდებარეობდა რომში, ხოლო გენერალური განყოფილება – ბათუმში, მარინიის პროსპექტი N 31.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით მეუღლე გელვესი ნიჟარაძე იუწყება, რომ ქეთო გრიგოლის ასული ნიჟარაძისას დაკრძალვა მოხდება თბილისში, წმ. ნინოს სასაფლაოზე, პარასკევს, 2 იანვარს, გამოსვენება წირვის შემდეგ ქაშვეთის ეკლესიიდან.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქეთო გრიგოლის ასული ნიჟარაძისას მეუღლე იყო გელვესი ნიჟარაძე, დედა – ივდორა კვიტაშვილისა, დები – თამარა კვიტაშვილი, ელენე კვიტაშვილი, მარგარიტა კვიტაშვილი-თაყაიშვილისა, მარო კვიტაშვილი-საყვარელიძისა, ძმა – საშა კვიტაშვილი, მამამთილი – ერმალოზ ნიჟარაძე, დედამთილი – ქაქალა ნიჟარაძისა, მაზლი – თეიმურაზ ნიჟარაძე, რძალი – ქსენია ნიჟარაძისა, მულები – ზინა ნიჟარაძე, ფაცაცია ნიჟარაძე, მაშო ნიჟარაძე-საყვარელიძისა, სიძეები – ბესარიონ თაყაიშვილი, კალენიკე საყვარელიძე და მიხაკო საყვარელიძე.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ი. ა. მაჭარაძესა და ვ. ა. წოწონავას ბათუმში დონდუკო-კორსაკოვის ქუჩაზე ჰქონდათ ავეჯეულობისა და ჭურჭლეულობის სავაჭრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე წლის იანვარში უნდა გამოსულიყო ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ შემდეგ პირთა მონაწილეობით: შალვა ამირაჯიბი, ალექსანდრე ილიას ძე არსენიშვილი, შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი, რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე, ნიკოლაი ევრეინოვი, გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნინა ალექსანდრეს ასული მაყაშვილი, არჩილ მიქაძე, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე (ნიკოლო მიწიშვილი), კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე, გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე, ივანე (ივი) ყიფიანი, ალექსანდრე (სანდრო) გიორგის ძე ცირეკიძე და ლელი ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოებაა, რომლის მიზეზია ყუბანის მიერ პურის მიცემის შეწყვეტა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე გაგოშიძის მშობლები იყვნენ: პოლიევკტოს სოფრომის ძე გაგოშიძე და მატრონა იაკობის ასული.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეფშტეინი იყო ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი იანვრიდან ბარბალე გარსიაშვილი დამტკიცდა ახალციხის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს დიმიტრი ბოკილიონი ცხოვრობდა პარიზში და საქართველოს განათლების სამინსტროს სთხოვდა გაეგზავნათ მისი კუთვნილი ატესტატი, რათა შეძლებოდა სწავლის გაგრძელება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს, შრომის კომისრის თხოვნის თანახმად, მომრიგებელ კამერაში ბათუმის წარმომადგენელად საბჭომ აირჩია ჯემალ-ეფენდი ქიქავა და მის კანდიდატად – გ. ვ. ბოგდანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს არდადეგებზე ივანე გაჩეჩილაძე ითხოვდა 28 დღიან შვებულებას ჯამაგირის შენახვით, რომელიც არ დაუკმაყოფილეს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, სასწავლებლის ინსპექტორი შვებულებაში იყო და დირექტორის გარეშე სასწავლებლის დატოვება უხერხული იქნებოდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ექიმი ე. მ. მძინარიშვილი, რომელსაც თბილისში კერძო სამკურნალო ჰქონდა, ღარიბ ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.