საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85257

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის წერილი „რამდენიმე სიტყვა ქართულ მადნებზე“ თელავისა და სიღნაღის მაზრებში მდებარე ვერცხლის, სპილენძისა და თუჯის საბადოების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 24 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მადლობა და უმადურობა“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისში, სოლოლაკისა და კუკიის უბნებში, ლიდია ლავრენკოსა და ელენა ჯაბადარის თაოსნობით ორი საყმაწვილო ბაღი გაიხსნა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სახანიზო პალატის მდივანი ალექსანდრე რჩეულოვი  თბილისის საზოგადო ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, 1872 წლის იანვრიდან გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით უნდა გამოეცათ ახალი სომხური გაზეთი „მუშა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილს მაჩხაანსა და სიღნაღში დაგეგმილი ჰქონდა სალიტერატურო საღამოების, რომლებშიც მის გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ აკაკი წერეთელი, ბაბილინა კურდღელაშვილი და სხვ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სტეფანე მელიქიშვილის სტამბა გამოსაცემად ამზადებდა დიმიტრი ბაქრაძის ისტორიულ თხზულებას „საქართველო“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ სხერტელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის წერილი „ორიოდე სიტყვა მეგრელების ხასიათზე და იმათ სწავლის ხალისზე“ ზუგდიდის მაზრის სასოფლო სკოლების შესახებ.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს გრიგოლ ლოსაბერიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ჩანაწერები „ჩემი სამახსოვრო წიგნიდგან“.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865-97 წლებში ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-65 წლებში პეტრე მახარას (ხოსიას) ძე მხეიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ქიზიყელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მღვდელ ივანე აბულაძის წერილი „სიღნაღის სამღვდელოების მდგომარეობა“ სიღნაღის მაზრაში ბლაღოჩინების არჩევის შესახებ.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813-60 წლებში ნიკოლოზ გიორგის ძე ყიფიანი ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1815

ტიპი: თანამდებობა

1815 წელს გრიგოლ ლოსაბერიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „ჩვენში ამხანაგობით ყველის კეთება და უფ. ახვლედიანი“, რომლითაც ავტორი აგრძელებდა ნესტორ ახვლედიანის მიერ დაწყებულ დისკუსიას ქართული ყველის წარმოების შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განმეორებით განიხილა სარჩელი თბილისის ოლქის სასამართლოს წევრის, იუფეროვისა, რომელიც მამია გურიელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს რომანოზ იოანეს ძე დეკანოსიძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: გარდაცვალება

1899 წლის 19 იანვარს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე გარდაიცვალა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1900 წლებში ივლიანე პავლეს ძე ბახტაძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-17 წლებში სიმონ მაქსიმეს ძე ტყემალაძე ჩხირაულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.