რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარ ჯვარს გარშემო ლურჯი მინანქარი ჰქონდა შემოვლებული და მასიური ოქროს თვლით იყო ნაკეთი. ჯვრის ზემოთ მტრედის გამოსახულებით, მოზრდილი, დაუმუშავებელი ლალის თვლით. ჯვარი მტრედზე იყო ჩამოკიდებული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი 26 ნაწილისაგან შედგებოდა. თითოეულს დაუმუშავებელი ლალი ამშვენებდა. მუქი ლურჯი მინანქრის ყვავილის შუაგულში, ნაწილებს შორის და გვერდით, ამობურცულ ოქროში ორი მარგალიტი იყო ჩასმული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჩაის სმისას მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ: ოთხი გოგონა – მაკრინე მელიქიშვილი, თამარ გვაზავა, ლეილა ქავთარაძე, ქეთევან ერისთავი და ხუთი ქალბატონი: მარია კვინიტაძე, ნინო გვაზავა, ელენე აფხაზი, ეკატერინე ლორთქიფანიძე, ანა დიასამიძე. ისინის ჩაიზე დაეწვივნენ, ბევრი იცეკვეს, ითამაშეს და იმხიარულეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ სააათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სტუმრობისას მაკრინე მელიქიშვილმა რევერანსი გაუკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი გოგონები და ქალბატონები ბედნიერებას უსურვებდნენ მათ შვილ ნინოს და მფარველი წმინდანის დღესთან დაკავშირებით, მცირე საჩუქარს უძღვნიდნენ. გადასცეს ძველი სპარსული მოზაიკის ყუთი, რომელშიც ოქროს ჯვარი იდო ლალისა და მარგალიტის თვლებით მორთული ყელსაბამით, უძვირფასესი რელიქვია, რომლის აღწერაც გაუჭირდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ ეროვნულ-დემოკრატ გრიგოლ ვეშაპელის მიერ უცხოელებზე მიწების მიყიდვის წესში შეტანილი შესწორების სამართლიანობის შესახებ ისაუბრა, ამასთანავე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო ოჯახის წევრი გახდა, უცხოელების კანონგარეშე დაყენება უსამართლო იქნებოდა. ეს საკონსტიტუციო კითხვა იყო და დეკრეტში ვერ შეიტანდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ვერ გაატარეს სოციალისტური კანონი მიწის შესახებ, ეს არ უნდა გამხდარიყო შიშის საფუძველი ქვეყანაში ამ საკითხის სოციალისტურად გადაჭრის საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, 19 საათზე, სახაზინო რკინიგზის სამმართველოში ინჟინერ გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით საუღელტეხილო რკინიგზის გაყვანის შესახებ თათბირი გაიმართა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს პლეხანოვის პროსპექტზე ულუმბეკოვის ბინიდან მოიპარეს 500 000 მან. საქონელი.