საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85235

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი სერგეი მესხის წერილისა „ჩვენი განათლებულები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში ათ შაურად იყიდებოდა ვასილ მაჩაბლის მიერ თარგმნილი ნარკვევი „ბავშვების მოვლა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „სოფ. რიონიდან“ იმერეთში მევენახეობის განვითარების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „საუბარი მკითხველთან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „რა მოელის ამ გვარ ჩვენ ცხოვრებას“ ქართველი გლეხობის მდგომარეობაზე ბატონყმობის გაუქმების შემდეგ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელი ბლაღოჩინის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „სამღვდელოების კრება იმერეთში“ ქუთაისში გამართული საეკლესიო ყრილობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 21 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკანოზ ლუკა გაწერელიას „კორრესპონდენცია მარტვილიდან“ მარტვილის სასულიერო სასწავლებლის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გორისელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა შალვა გომართელის ფელეტონი „ქართველების სტუმრობა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „საქართველო“ საჯარო განათლების საკითხების შესახებ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 28 ივნისს ვლადიკავკაზში გაიხსნა მიხეილ ლორის-მელიქოვის კერძო სახელოსნო სკოლა, სადაც მოწაფეები წერა-კითხვასთან ერთად მჭედლობას, ხუროობასა და ავეჯის შეკეთებასაც შეისწავლიდნენ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „ბედნიერება, ვითა პეწია“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ტიკჭორა და გუდა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის უსათაურო წერილი ზუგდიდის მაზრაში გახშირებული ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „საზანდრული“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსი „დის ქორწილზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მანგლისის გზაზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანიშვილის წერილი „რუსეთი“ პეტერბურგში გამართულ სახელოსნო გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული ექსპოზიციის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ლექსი „მოგონება“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „ერთს ვისმე“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა გორის ეპისკოპოსი გერონტი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გ. გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „რა უშავთ მათ, ვინც მარტო სიცოცხლით კმაყოფილობენ“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ქეიფი“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ბაქრაძის უსათაურო წერილი 13 ოქტომბრის ღამით სამეგრელოს ცაზე შენიშნული წითელი ნათების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის ციალის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.