რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული თბილისის გარნიზონის უფროსის, აბელ მაყაშვილის ბრძანებით, ყველა რუსი ოფიცერი ვალდებული იყო მის მიერ რწმუნებულ სამმართველოში გაევლო რეგისტრაცია და აეღო პირადობის მოწმობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემოდნენ პასუხისგებაში, როგორც საქართველოსადმი მტრული განზრახვით მოქმედნი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ტერენტი გიორგაძე შორაპნის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ არჩევის გამო ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ ინახულა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი და გააცნო ის მოთხოვნები, რომელთაც საქართველოს დელეგაცია საზავო კონფერენციაზე წარადგენდა. პიშონმა ჩხეიძეს განუცხადა, რომ დაბრკოლება არ არსებობდა და საქართველო ამ მოთხოვნებზე დადებით პასუხს მიიღებდა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა მირ ყამუს-ოღლის მკვლელი ბაშირ-ჯალილ-ოღლი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსი პ. ზ. ფაჩულია მოქალაქეთა საყურადღებოდ აცხადებდა, რომ გადაუდებელი შემთხვევისა და მილიციონერთა უკანონო მოქმედებების დროს შეუძლიათ მიმართონ სამმართველოს, განოვის ქუჩა №12, ბინა № 18. ტელეფონის ნომერი: სამმართველოსი 6-88, ბინის 1-11.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პ. ზ. ფაჩულიამ სამსახურიდან დაითხოვა მილიციონერი უშიაროვი, რომელსაც მექრთამეობა ბრალდებოდა. ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისს სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა პ. ზ. ფაჩულიამ მიიღო ცნობა, რომ გზათა სამინისტროს ავტონაწილებისა და მანქანათა საწყობში სისტემატურად ქურდობდნენ. ნაქურდალი მასალა 70 000 მანეთზე მეტს შეადგენდა. ცნობების შეკრების შემდეგ საწყობის გამგე ჭიაბერაშვილი ქურდობაში გამოტყდა და დააპატიმრეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო მინას ასრიევი, მიკირტუმ მათეოსოვი, მათეოს მეტაფონოვი, კაჩ. ნახიშკაროვი, რომელთაც წ. ი. ზურაბოვს მოჰპარეს 2000 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მსახიობ ნინო პლატონის ასულ ჩხეიძეს 25 წლის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნად ჯილდოდ მიეცა ჟეტონი (სახელმწიფო ღერბი) და 5000 მანეთი ათმილიონიანი ფონდიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სომხეთის კონსულს სადგურიდან ნივთების გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მან. ღირებულების ნივთებით სავსე ჩემოდანი. ეჭვმიტანილები, ბარგის გადამზიდავები – ი. სიხარულიძე და მეტრეველი დააკავეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს მილიციელი ჰუსეინ კაფარი საგუშაგოზე ჯდომის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 6 ივნისს მილიციელი სერგი ფირუზაშვილი საგუშაგო პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მე-10 კომისარიატის ყოფილი მილიციონერი სერგი ფირუზაშვილი პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო 2 კვირით დააპატიმრეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

