საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის იანვრიდან ანდრია ბენაშვილი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის გეოდეზია-კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი, თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი და გეოდეზია-ასტრონომიის კათედრების გამგე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ანდრია ბენაშვილი სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი გახდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ანდრია ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ილია ოდიშელიძე პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის იანვარში, სომხებთან ომის შემდეგ გიორგი კვინიტაძე კვლავ გადადგა სამხედრო მეთაურის თანამდებობიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“, ანუ, ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების სამხედრო აგრესიისა და აჯანყებული ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის წინააღმდეგ აღმატებულ ძალასთან დაპირისპირებაში გიორგი მაზნიაშვილმა ვერ შეძლო მოწინააღმდეგის ძალების შეკავება. ქართულმა გარნიზონმა და საჯარისო ნაწილებმა დატოვეს ახალციხე და უკან დაიხიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს, მის ადგილზე კი, გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლიდან სამთავრობო და სახელისუფლებო წრეებთან იდეოლოგიური უთანხმოებების გამო გენერალ-მაიორი აბელ მაყაშვილმა შეიარაღებული ძალები დატოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს აბელ მაყაშვილმა საქართველო დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-1920 წლებში აბელ მაყაშვილმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო სამსახური.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერალ სამედ-ბეგ მეხმანდაროვის ბრძანებით სამხედრო სამსახურში მიიღეს და დაინიშნა ჯერ პირველი ქვეითი დივიზიის მეთაურის თანაშემწედ, ხოლო მოგვიანებით მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში ალექსანდრე ანდონიკაშვილი პერიოდულად მეთაურობდა სამხედრო სკოლას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლების გაფიცვის საკითხი გამოსარკვევად გრიგოლ ნათაძისთვის გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის მიერ შემუშავებული ფიზიკური ობსერვატორიის ხარჯთაღრიცხვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე კერძო საშუალო სასწავლებელთა დებულებების შედგენა გრიგოლ ნათაძეს დაავალეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 2 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ გ. კობახიძისთვის პენსიის გაზრდის საკითხი და დაადგინეს, სიძვირის გამო მისთვის დამატებით დაენიშნათ კლასის დამრიგებლის თანაშემწის გაზრდილი პენსია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალ. ბ. მდივანი, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე გ. ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ 1918 წლის მაისში დაბალი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა, რამაც მატერიალურად უკან დახია. გიმნაზიაში უმაღლესდამთავრებულები მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე საშუალო განათლებამიღებულნი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ პირველად დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, 6 წლის შემდეგ წავიდა მოსკოვში უმაღლესი სწავლის მისაღებად და ამიტომ შევიდა კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. დაამთვრა ეს ფაკულტეტი და რადგანაც მას მოსკოვის ქალების გიმნაზიაში და ქალების კომერციულ სასწავლებელში ჰქონდა გაკვეთილები, ამიტომ მოინდომა მეორე განყოფილება, იგივე ბანკების, კომერციულ ინსტიტუტში დაემთავრებინა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ექვსი წელი მასწავლებლობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ კომერციული ინსტიტუტის კანონების ძალით, გვერდი 30, მუხლი მე-9-ით და 37 გვერდით, ნება ეძლეოდა ერთი სადიპლომო თხზულება შეედგინა და წარედგინა დეკანისთვის თუ რაღა თქმა უნდა, ორივე განყოფილების საგნებს ჩააბარებდა. ამიტომ, უნდოდა ამ კანონების ძალით დაემთავრებინა ორი განყოფილება ეკონომიური და ბანკის და ერთი სადიპლომო თხზულებით მორჩენილიყო, მისთვის ეკონომიური განყოფილების სადიპლომო თხზულების წარდგენა დააგვიანა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად დაამთავრა ეკონომიური ფაკულტეტი ადგენს მოწმობას N1064 და რომ ბანკის განყოფილების დამთავრების დასამტკიცებლად, ასევე, ადგენს ღია წერილს, კომერციული სასწავლებლისგან გამოგზავნილს, საიდანაც წერენ თუ რომელი საგნები უნდა ჩაებარებინა. მათ მიერ მითითებული ყველა საგანი ჩააბარა, რომლის დასამტკიცებლად ადგენს საბუთებს. მართალია, ეს საბუთები შემთხვევით შერჩა ხელში და უფრო დასამტკიცებელი საბუთები იყო საგნების წიგნში, რომელიც დატოვა კომერციული ინსტიტუტის კანცელარიაში და სთხოვა გამოეგზავნათ ბანკის განყოფილების დამთავრების მოწმობა. ეს იყო 1917 წლის აპრილის დასასრულს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ღია წერილი, რომელშიც აღნიშნულია გამოცდის დრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში აცნობს სადიპლომო თხზულების თემას და როდესაც მოითხოვს მაშინვე წარუდგენს. კითხვაზე პასუხი თუ რატომ არ გააგზავნა სადიპლომო თხზულება კომერციულ ინსტიტუტში არის ის, რომ როგორც ცნობილია, 1917 წლის შემდეგ რუსეთში ანარქია იყო.