რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტის თქმით, დაღესტნელმა აჯანყებულებმა ყურანზე დაიფიცეს, რომ სიკვდილს ამჯობინებდნენ დენიკინის დამქაშის, დაღესტნის მმართველის გენერალ ხალილოვის მონობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისმა სამ (არაბულ, თურქულ და რუსულ) ენაზე გაავრცელა მოწოდება ყველა მთიელისადმი. გაზეთის რუსულ ტექსტში ნათქვამია, რომ თბილისში ჩატარებულმა მთიელ მოღვაწეთა ყრილობამ (1919 წლის 27 აგვისტო-3 სექტემბერი) დაადგინა კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის შექმნა (თავმჯდომარე – აჰმედ ცალიგოვი), რომელსაც უნდა წარემართა მთიელთა პოლიტიკური ცხოვრება, მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინა ყველა თვითგამორკვეულ რესპუბლიკასთან, პირველ ყოვლისა – საქართველოსა და აზერბაიჯანთან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც ჩეჩნეთში უზუნ-ჰაჯის მეთაურობით მიმდინარეობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაჟდენ არსენიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვრცლად საუბრობს იმ სერიოზულ, მაგრამ არა დაუძლეველ სირთულეებზე, რომლებიც ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ ლანჩხუთის გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მასწავლებელი ალექსანდრა აბაზაძე ლანჩხუთის გიმნაზიიდან თბილისში სამუშოდ არ იყო გადაყვანილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ექიმთა პროფესიულმა კავშირმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ექიმის ვაკანტურ ადგილზე რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე ვიქტორ ნიკიფორეს ძე ხუსკივაძე (1837 წელს დაბად.) წარადგინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ვერა გიორგის ასული აბაზაძის ატესტატები NN1445, 1411. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს აუწყა, რომ იმავე წლის 20 სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო ვერა გიორგის ასული აბაზაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 სექტემბერს მასწავლებელმა ლაზარე ვასილის ძე ხმალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ვასილ ხმალაძისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 სექტემბერს გენერალი კორი ბათუმიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ამით დამთავრდა ბრიტანეთის არმიის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ნადეჟდა დიმიტრის ასულმა ივანოვმა გახსნა კერძო რუსულენოვანი გიმნაზია, რომელშიც პედაგოგებად მუშაობდნენ: ნინა გერასიმეს ასული ალავერდოვა (რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია), პ. კ. რეეზე (გერმანული ენა), ნინა სებასტიანოვი (ფრანგული ენა), ელენე გერასიმეს ასული ბორისოვა და ოლღა სიმონის ასული ბარქაია (საანბანო განყოფილება).

