საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ბოროტმოქმედნი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნებულ შალვა აფხაიძის სტატიაში „რევოლუციის ანალოგიები“ განხილულია პაოლო იაშვილის პოეზია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ივანე გომელაურის საპასუხო წერილი „ბარრიკადში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე „მწერლობის მაროდიორები“ .

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა „დეკლარაცია „ცისფერი ყანწებისა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელთა ლექსის აკადემიის დარბაზი მოხატეს ტერენტიევმა და ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გრიგოლ ნუცუბიძემ და ივანე ბარველმა ბათუმში ჟურნალი „ელამი არლეკინი“ გამოსცეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის კრიტიკული სტატია ჟურნალ „ელამი არლეკინის“ შესახებ.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ხმელთაშუა ზღვის პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა თვლიდა, რომ რომში პრესა საფრანგეთის მსგავსად კულუარული იყო და მნიშვნელოვანს ვერაფერს ნახავდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილი რუსულის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ლიპარელებს“ შორის მყოფი ლოლუა და ორი ქართველი „იროს“ ბანაკში გადაიყვანეს და დარჩენილ სამ ქართველსაც უპირებდნენ გადაყვანას. შეატყობინა, რომ მათთვის არგენტინაში ან ავსტრალიაში შესასვლელი ვიზების აღებას ცდილობდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თამარ ნემსაძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ანა სიხარულიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა . 

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ოჯახთან ერთად პორტუგალიაში წავიდა. შალვა მაღლაკელიძე მიიჩნევდა, რომ მომავალში მისი იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ალექსანდრა გაბრიჩიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ახალციხის გიმნაზიის ისტორიის ყოფილი პედაგოგი სიმონ დიდიმამიშვილი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომიდან გამგზავრებას აპირებდა, რადგან მას მღვდელი თარხნიშვილი კონსტანტინოპოლში, ქართულ კათოლიკურ მონასტერში გადასვლას სთხოვდა. ასევე შეატყობინა, რომ იქ მემუარების დაწერას გეგმავდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 14 აპრილს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონის „ეგვიპტე-ესპანეთის იმპორტ-ექსპორტის საზოგადოების“ წარმომადგენლად ინდოეთში წასვლა სურდა, მაგრამ ირაკლი ბაგრატიონის დაგვიანების გამო ეს ვერ მოახერხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბაქოს პირველი გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ბარბარე კანდელაკი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე ასლანიშვილი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 14 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვალის დასაბრუნებლად ქართულიდან რუსულ ენაზე გადათარგმნა არველაძის მოთხრობა და საღირაშვილს კუთვნილი 34.000 ლირა დაუბრუნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ელისაბედ იოსების ასული ქიქოძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით პავლე ეგნეტეს ძე ესიავა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.