საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1919

ტიპი: ღონისძიება

პარიზის საზავო კონფერენციაზე ყუბანსა და კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ ხუთპუნქტიან სამეგობრო ხელშეკრულებაში ხელმომწერი მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასევე – მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის აუცილებლობას. დედანს ხელს აწერენ: ყუბანის დელეგაციის მხრივ – ლ.ბიჩი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვ. სავიცკი (დელეგაციის წევრი), ა. კულაბახოვი (დელეგაციის წევრი), ა. ნამიტოკოვი (დელეგაციის წევრი); კავკასიელ მთიელთა კავშირის მხრივ – ა. ჩერმოევი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ი. ჰაიდაროვი (დელეგაციის წევრი), ხ.ხაძარაგოვი (დელეგაციის წევრი), ჰ. ბამატი (საგარეო საქმეთა მინისტრი).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 ოქტომბრიდან სიმონ გაჩეჩილაძე მსახურობდა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ჰაიდარ ბამატი პოლიტიკურ სიბეცეს უწოდებს იმ გულგრილობას, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი იჩენენ ჩრდილო კავკასიაში განვითარებული პროცესების მიმართ იჩენდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლშევიკებმა თბილისში წყალსადენი გადაწვეს, რის შედეგადაც ქალაქს წყალი აღარ მიეწოდებოდა. ხალხი წყაროებისა და ჭების იმედად იყო დარჩენილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ თბილისში ბევრი ბოლშევიკი არ იყო, რადგან მათ შემჩნევისთანავე იჭერდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამტრედიის განყოფილებას წერილობით აუწყა, რომ სამტრედიაში არსებულ მაღაზიასა და ბიბლიოთეკას ჩაიბარებდა ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განსვენებული საზოგადო მოღვაწის, ივანე კერესელიძის ღრმად მოხუცებულმა (85 წ.) მეუღლემ, ნინო უზნაძემ მთავრობას თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ აცნობა და დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისში „მომავალმა“ კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკის ალგებრულ ამოცანათა კრებული გამოსცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი ამილახვრის კუთვნილი ჯვრის შესაძენად, რომლისთვისაც იგი მილიონ მანეთს ითხოვდა, 900 000 მანეთი გადაიდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად დამტკიცდა.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სიმონ გაჩეჩილაძემ დაასრულა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სიმონ გაჩეჩილაძე სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე ხუთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ტიხომოროვისა და ნაშჩენკოს კერძო გიმნაზიის გამგეს აცნობეს, რომ 1919 წლის 6 ოქტომბრიდან გიმნაზიის მე-4 და მე-5 კლასების ისტორიისა და რუსული ენის მასწავლებლად ანტანინა ვასილის ასული აღლაძე დაუშვეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ჩუღურეთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებლად დაშვებულიიყო დეკანოზი აბრამ გაზანიანცი 1919 წლის 16 სექტემბრიდან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიის პასუხისმგებელმა პირმა მინა კოპალეიშვილმა წერილობით აუწყა ვარლამ ბურჯანაძეს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოახერხა მაღაზიის ამუშავება, განვითარება და წიგნების გავრცელება. ასევე სთხოვა, რომ მაღაზიის ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცათ მისთვის კუთვნილი ჯამაგირი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც დაღესტანში ალი-ჰაჯი ახუშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს ლაგოდეხში ბოლშევიკური ბრბოების გამოსვლის დროს მე-8 ასეულის უფროსმა, ლეიტენანტმა გამყრელიძემ და სხვა ჯარისკაცებმა, მოთხოვნის მიუხედავად, იარაღი არ ჩააბარეს. ისინი ამბოხებულებს არ დანებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების დადგენილება საშუალო განათლების სავალდებულობის შესახებ გულისხმობდა, რომ განათლება საქართველოს რესპუბლიკის ყველა სასკოლო ასაკის მოქალაქისთვის, ორთავე სქესისთვის იყო სავალდებულო და უფასო. ვინც არ ისურვებდა სკოლაში სიარულს რესპუბლიკა მათზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებდა. სწავლების ორგანოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლა (4 წლიანი კურსით), ხოლო სასკოლო ასაკად 7-11 წლის ბავშვი ითვლებოდა. ამ საფეხურზე სკოლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განათლებას იძლეოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმობელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სასმსახურში დაბრუნებამდე დროებით დაუშვეს დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს სასწავლებელთა დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ნებას რთავდა ხსენებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლის თანაშემწე ე. ა. გამრეკლისთვის თვიურ ჯამაგირად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 600 მანეთი დაენიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიის სალაროში 6300 მანეთი იყო. ხელს აწერენ ვარლამ ბურჯანაძე, სილიბისტრო ხუნდაძე და მინა კოპალეიშვილი.