რეგისტრირებული ფაქტები81261
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკო გელენიძისადმი, რომელმაც სკოლას თორმეტი რვეული და ორი სათლელი გადასცა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი ცალი „დედა-ენის“ სახელმძღანელო გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძემ ს. დიდ ჯიხაიში გამართა წარმოდგენა დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ა. კოსტავა ქუთაისში ევროპული ტანსაცმლის მკერავი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ვ. გრ. სობოლევსკი დავით გედევანიშვილის კლინიკაში ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანდრია მელაძე, მელიტონ შავდია და სანდრო შავგულიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ილია დალაქიშვილი, ნიკოლოზ გაბარაშვილი და სოფრონ ხარაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ პავლე გიორგაძე, ამბაკო რამიშვილი და ივანე ჩიტაია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ვასილ ციხისელი, მიხეილ შავგულიძე და პავლე კერესელიძე,
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტ. ს. დავიდოვი იყო დავით გედევანიშვილის კლინიკის ექიმი- პედიატრი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ასლან თედორეს ძე სადრაძე, სოლომონ ხომერიკი და მღვდელმა ესტატე კვირკველია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ დიმიტრი შავკოვი, ნიკოლოზ შავგულიძე და ანტონ სტაცენკო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანტონ ოკუჯავა, ალექს ჭანკვეტაძე და დ. გიორგობიანი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გიორგი იაშვილი ბათუმის ფორტა-ტელეგრაფის უწყების ფოსტალიონად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ალექსი ვარლამოვმა, პლატონ ლევანის ძე მახარაძემ და სტეფანე ანისიმოვმა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, ქუთაისში, კბილის ექიმი დავით ს. რიჟინაშვილი ვორონცოვის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პირდაპირ გადავიდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით ექიმი-სტომატოლოგი გ. მ. იოხვედი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N 108, გერმანული ტაძრის პირდაპირ იღებდა. ხელმოკლეებს შეღავათიან ფასში მკურნალობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, მიხეილ ბადრიშვილი სოფელ ფცის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, გრანევსკიმ ლაილაშში მდებარე ეკლესიის გასაახლებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ საქართველოს ახალი ეგზარქოსის, ივანე რუდნევის შესახებ სტატია დაიბეჭდა.