საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „თბილისისა და ქუთაისის სააზნაურო ბანკების შეერთებაზე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოკიმე კანდელაკის კორესპონდენცია აბაშის მახლობლად მიმდინარე სარკინიგზო სამუშაოების შესახებ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ვენის მსოფლიო გამოფენაში წარსადგენ ნიმუშებს კავკასიის მეურნეობის საზოგადოების მდივანი ნიკოლოზ სიტოვსკი შეაფასებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სვიმეონ საბინინის კორესპონდენცია „მოსკოვიდამ, დეკემბრის 1-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სტეფანე გამრეკელის წერილი „რა ახდენს ღვინოს და როგორ უნდა იმას შენახვა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ პეტრე ჩერექოვის კორესპონდენცია „ანტონ ფალიევისა და გაბრიელ ანდრონიკოვის საქმე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ სერგეი მესხის წერილი „გამომცემლების საზოგადოება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ლუარსაბ მაღალაშვილი და დ. სუმბათოვი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, ქვრივი შიშნიევი ორსართულიან ქვითკირის სახლს ყიდდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქეთევან მამაცაშვილი და ივანე ერისთავი გორის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იასონ თუმანიშვილის წერილის ფრაგმენტი კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვისადმი მიხაილოვის სახელოსნო სასწავლებლის საჭიროებების შესახებ.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 27 დეკემბერს ონის წმ. გი­ორ­გისა და ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელ­ი იოსებ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი გარდაიცვალა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს გაიხსნა თამამშევის სამკითხველო, რომელმაც 1870-იანი წლების მეორე ნახევრამდე იარსება.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შახ-აზიზოვის ბიბლიოთეკა დაარსდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა შვეიცარიელი მოგზაურის დიბუა დე მონპერეს ჩანაწერები საქართველოს შესახებ, რომელმაც 1873 წელს იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ, მოინახულა ბათუმის მაზრა, კინტრიშისა და აჭარის ხეობები და აღწერა იქ არსებული მდგომარეობა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შაჰი ნასერ ალ-დინი საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს პავლე მიხეილის ძე ლეონტიევი მოსკოვში უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის დირექტორი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი მეუღლესთან, ელისაბედ დიმიტრის ასულ ივანსკაიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის წიგნი „ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ“, რომელიც ავტორმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ვოლკოვი მოსკოვის ბანკის მმართველის მოადგილე იყო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან პეტრე უმიკაშვილს მისწერა – „მეფე ლირის“ თარგმანზე აზრი ჰკითხა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.